თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

„თითოეული თქვენგანს მოვუწოდებს, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის"- ასეთი განცხადებით პრემიერ-მონისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას მთავრობის წევრებს მიმართა.

ელზა პაპოშვილი
08.06.2020

20 ივნისს გახდება ცნობილი რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და საბოლოო ჯამში მოხდა თუ არა მათ შორის შეთანხმება. როგორც ჩანს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდა, რამაც ოპოზიციაში არსებული დაძაბული მდგომარეობა ცოტათი განმუხტა. 

ია აბულაშვილი
08.06.2020

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რომ თბილისში 8 ოლქიდან 6 თმობს, მხოლოდ განცხადების დონეზეა და რეალურად მოხდება თუ არა, პარტიის სხვა ხელმძღვანელობას განცხადებები არ გაუკეთებია. დღეს ოპოზიციაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბოლომდე გაურკვეველია რაზე შეთანხმდებიან."- ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში კონსულტაციების დაწყებას.

თამთა ჩაჩანიძე
08.06.2020

სომხეთში ეპიდსიტუაცია სრულიად უკონტროლოა, ამას უკვე ქვეყნის ლიდერებიც აღიარებენ - ეპიდემიოლოგების აზრით, ინფექციის „გაქცევა" გამოიწვია იმან, რომ თავის დროზე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი ზომების მიღება არ მოხდა. მათი აზრით, საქართველოს დახმარების კუთხით მხოლოდ ის შეუძლია, რომ სომხეთს პრაქტიკული, თეორიული რჩევები მისცეს და გამოცდილებები გაუზიაროს.

ია აბულაშვილი
07.06.2020

"არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი და ჯერაც გაუკრკვეველია შევა თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში. ამიტომ პროგნოზის გაკეთება რომელ პოლიტიკურ ძალას რა მარაგი აქვს, ძნელია"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
06.06.2020

„დიდი უმრავლესობა „ნაციონალებს" ხმას არ მისცემს და მათი მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, პატარა პარტიები სამაგისო ნდობას არ იმსახურებენ, რაღა დარჩა - „ოცნება" დარჩა.

ელზა პაპოშვილი
06.06.2020

ბუნტი ცხინვალის ციხეში - ხუთშაბათს დაწყებული დაპირისპირება მწვავდება -  მარიონეტული ხელისუფლება კონტროლს დღითიდღე კარგავს. პატიმრების ოჯახის წევრებმა ციხეში დაწყებული ბუნტის საპასუხოდ ე.წ. იუტიციის მინისტრის სახლის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ციხეში ვითარება უკიდურესად გამწვავდა და გაიზარდა იმ პატიმართა რიცხვი, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სხეულის დაზიანებები მიიყენეს. 

თამთა ჩაჩანიძე
06.06.2020

პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც გაჩნდა მითი, რომ 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას იწვევდა, რაც ისედაც პანიკაში მყოფ მოსახლეობას ძალადობისკენ უბიძგებდა, მაგალითად, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში მოქალაქეებმა 5G ანძები გადაწვეს.

ტატა შოშიაშვილი
06.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, თუმცა, პარალელურად, აღინიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგის სტატისტიკურმა მონაცემებმა იკლო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი მეილი" წერს მათი მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

თამარ შუკვანი
05.06.2020

„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტია მზადაა თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, „ნაცმოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში, - გლდანსა და სამგორში დაიწყებს, რაც ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ პარტიას ამ ორ ოლქში შესაძლოა კონკურენტუნარიანი კანდიდატები ჰყავდეს შერჩეული ან მიხვდნენ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დათმობებზე წასვლის დროა.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„არ ვაპირებთ, რომ ვიღაცა პოლიტიკურ ჯგუფებს გავურიგდეთ, ჩვენი ამოცანაა გავურიგდეთ ქართველ ხალხს და მათთან ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ შემოდგომაზე ხალხს სახალხო მთავრობა ჰქონდეს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე, მათივე ფრაქციის საარჩევნო მარათონში ჩართვის პერსპექტივას, რის გამოც პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ.

ია აბულაშვილი
05.06.2020

„შეკრება არ ყოფილა და არც შეთანხმება, წარმოდგენა არ გვქონდა და ჩვენც ტელევიზიიით გავიგეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო" - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საპარალმენტო არჩევნებში თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×