თამარ შუკვანი
02.06.2020

კორონავირუსის გლობალური ეპიდემიისა და საზღვრების საყოველთაო პირობებში, პირველი ევროპული სახელმწიფო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ჩასვლა, მონტენეგრო გახდა. ამასთან, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არც კოვიდ-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებენ და არც სავალდებულო კარანტინში მოათავსებენ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ ეპიდვითარების კუთხით შესაძლო თავად მონტენეგროს შეუქმნას გარკვეული პრობლემები და არა იმ ქვეყნებს, საიდანაც მონტენეგრო ტურისტებს მიიღებს.

ელზა პაპოშვილი
01.06.2020

7 თვიანი პაუხის შემდეგ, შესაძლოა სინოდი კვლავ შეიკრიბოს. რა იქნება სინოდის განხილვის თემები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი მსჯელობის მთავარი საგანი მეუფე პეტრეს საკითხი იქნება. გახდიან თუ არა მეუფეს საბოლოოდ ანაფორას და განკვეთავენ თუ არა მას ეკლესიიდან, ეს სინოდის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ. 

თამარ შუკვანი
01.06.2020

თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიცია ჩაშლილად გამოაცხადებს. ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას გარკვეულ დროს აძლევენ, - საარჩევნო სისტემაში საკანონდებლო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, რომელიც 21 ივნის გაიმართება, რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თავად ოპოზიციას აყენებს წამგებიან პოზიციაში.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2020

ბოლო სამი დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მკვეთრი მატება შეინიშნება, ინფექციონისტები ამ ფაქტს ვირუსის იმ ფორმებს უკავშირებენ, რომელსაც კლინიკური ნიშნები არ აქვს, ხოლო პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა კი ამაში მეორე ტალღის საფრთხეს ხედავს.

რეზონანსი
31.05.2020

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთ კვირაში ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა დაიწყო და 31 მაისს პიკს მიაღწია - 26 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ეპიდემიის პიკურ დღეებში ფიქსირდებოდა. მოსახლეობა შეშფოთებულია და სპეციალისტთა ნაწილი კი უკვე გაუქმებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად შესაძლო აღდგენის პერსპექტივაზე ალაპარაკდა. რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოში?

თამთა ჩაჩანიძე
31.05.2020

გავრცელებული ინფორმაციით კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულ საერთაშორისო გადამზიდების მძღოლს დაუდასტურდა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „რეზონანსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა კორონავირუსი ნამდვილად დაუდასტურდა, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევა კახეთში დადასტურდა და რეგიონმა „მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა.

ია აბულაშვილი
31.05.2020

„ბოკერია და მისი პარტია ვერასდროს გახდება დომინანტი ოპოზიციურ სპექტრში, ამის არანაირი შანსი არ არსებობს. თუ ეს მოხდა, ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი თავისი „პოლიტბანდით" ისევ რჩება ხელისუფლებაში" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ევროპულ საქართველოს" და მის ლიდერს წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციაში, რაც კარგად გამოჩნდა მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევის პროცესში.

თამთა ჩაჩანიძე
31.05.2020

„ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი ძალიან მკაფიოდ, რომ ის ხალხი ვინც გამოდის ანტიაზერბაიჯანული, ანტიირანული, ანტითურქული და ანტიისლამური ლოზუნგებით, ისინი პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სუს-ის განცხადებას ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობასთან დაკავშირებით.

ტატა შოშიაშვილი
31.05.2020

 სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად საქართველოს სამედიცინო დახმარებას არ სთხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
31.05.2020

„ზოგიერთი ტესტის აღებას ემალებოდა, ზოგიერთი არ მოვიდა და ახლა ძალიან ბევრს ავუღეთ. ახლა ერთმანეთში ჩხუბი აქვთ - რატომ არ მიდიხარ, შენი გულისთვის ჩაკეტილები ვართ და ვერსად ვერ გავდივართო. ახლა იძულებული არიან, რომ ყველა მოვიდნენ", - ასე აღწერს „რეზონანსთან" საუბრისას ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში შექმნილ ვითარებას სოფლის რწმუნებული რობიზონ სელიმაშვილი.

თამარ შუკვანი
30.05.2020

უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა დასრულდეს. პროექტის პირველი მოსმენით განხილვა კი პარლამენტში 21 ივნისსაა დაგეგმილი. ეს გრაფიკი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა, როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, მათი პარტია ამ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი 21 ივნისამდე გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ.

ელზა პაპოშვილი
30.05.2020

ოკუპანტები კიდევ რამდენიმე ათეული ჰექტარის მისათვისაბლად ემზადებიან - მათ ახალი ნიშნულები ამჯერად ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე გაავლეს. ჩორჩანას ტყეში სპეციალური ხაფანგები აქვთ დაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა გატაცების შიშით იქაურობას აღარ ეკარება


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×