თამთა ჩაჩანიძე 28.05.2020

„ფაქტია, რომ ტურიზმის გარეშე პრობლემა გვაქვს, მეორე მხრივ კი, ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ - სწრაფი ტესტები საზღვარზე, სასტუმროებში სამედიცინო პერსონალიც უნდა იყოს, ანუ, თუ ტურისტს რაღაცა დაემართა, უნდა იცოდეს, რომ იქვე ვიღაცას მიმართოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე, პრემიერ-მინისრის გიორგი გახარიას განცხადებას, საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით.
|
თამარ შუკვანი 28.05.2020

თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრზე რუსეთის მიერ განახლებული თავდასხმა შესაძლოა ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდეს, - კრემლი ცდილობს რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საზოგადოების ყურადღება „გარე მტერზე" გადაიტანოს. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს და ამ მიზეზით ჩვენზე აგრესიაც კი განახორციელოს.
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2020

რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო თავს კიდევ ერთხელ ესხმის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან დააყენა ორი პირობა, ერთი - ლუგარში რუსი ექსპერტების დაშვება და მეორე - რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო მისია დაუშვას, თუ თბილისი მოსკოვს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. საუბარია სადამკვირვებლო ფრენებზე. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს „ღია ცის“ შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს და საქართველოს პოზიციას დესტრუქციულს უწოდებს.
|
ია აბულაშვილი 27.05.2020

"გახარიას გამოსვლა იყო დამაჯერებელი და ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ოპოზიციიდან იყო ერთი-ორი საქმიანი შეკითხვა, თუმცა ოპოზიციამ სხდომა თავის სტილში გააგრძელა," - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.05.2020

„ეპიდემიის მხრივ სავსებით გაურკვეველია სიტუაცია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, აზერბაიჯანში. სომხეთშიც ასევე რთული ეპიდემიური მდგომარეობაა, ამიტომ ჩვენ ერთგვარად ეპიდემიოლოგიურ არასტაბილურ გარემოცვაში ვიმყოფებით. ამას ემატება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეპიდსიტუაცია, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ურთულესი ვითარებაა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეპიდვითარებას.
|
თამარ შუკვანი 27.05.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, მთავრობის მეთაურს მოუწია ოპოზიციონერი ლიდერების მწვავე კითხვებზეც პასუხის გაცემაც:
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საათისა და ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მისი მოხსენება თავიდან ბოლომდე ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მოქმედებებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
შემდეგ კი ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გახარიამ როგორც დეპუტატებს, ასევე საზოგადოებას აცნობა, როგორ და როფორმით გაგრძელდება პანდემიასთან ბრძოლა.
|
თამარ შუკვანი 27.05.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს პარლამენტში კოვიდ-19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ ეპიდსიტუაციის დროს კინკლაობის დრო არ არის. ამასთან, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდა, ერთად ებრძოლონ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის დაძლევის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი შეფასება დაიმსახუროს.
|
თამარ შუკვანი 27.05.2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორი დღის წინ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები გააუქმდა. დე ფაქტო მთავრობამ გახსნა კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები. „რეზონანსი" ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
|
თამარ შუკვანი 27.05.2020

მედიკოსები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად კოვიდ-19-ის ეპიდემიის მორიგ ტალღას არ ელოდებიან, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აღნიშნავენ, ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2020

მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩენო სიის შედგენა და „რეზონანსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს სიამ მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული „ოცნების“ ახლანდელი საპარლამენტო შემადგენლობისაგან. უკვე ცნობილია რამდენიმე დეპუტატის ვინაობა, რომელიც პარლამენტში კენჭს აღარ იყრის. გარდა ამისა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო „რეზონანსთან“ საუბარში რამდენიმე ახალ სახეს ასახელებს, რომელთა კანდიდატურასაც პარტიის ხელმძღვანელობა ამჟამად განიხილავენ.
|
ია აბულაშვილი 26.05.2020

„მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თავის გუნდთან და ექიმებთან ერთად შეძლო, ჩვენი მხრიდან ეკონომიკის კუთხით ბევრი შეკითხვა იქნება დასმული, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს" - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტში ოთხშაბათს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|