ელზა პაპოშვილი
22.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ასევე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია  დამაკმაყოფილებელია, კვლავ უცნობია როდის მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. რიგი ორგანიზაციების და დაწესებულების გახსნის შემდეგ, თანამშრომლების უმეტესობას ქალაქში გადაადგილება უჭირთ.  მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სოციალური პირობებიდან გამომდინარე არა აქვს ტაქსის ფული და არ ჰყავთ ტრანსპორტი, ამიტომაც მათთვის  გადაადგილება კვლავ პრობლემად რჩება. ხელისუფლება კი ჯერჯერობით კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ტრანსპორტის აღდგენა. 

თამარ შუკვანი
22.05.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლასთან ერთად, 23 მაისიდან უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი და ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, იმის გამო, რომ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება.

ელზა პაპოშვილი
21.05.2020

განუსაზღვრელი  ძალაუფლება მთავრობას - პარლამენტმა საკუთარი უფლებები შეიზღუდა  და ხელისუფლებას მისცა საშუალება, რომ როცა დასჭირდება, ქვეყანაში პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე ნებისმიერი შეზღუდვა  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაერშე დააწესოს.  

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2020

„სვეტი" და „გოიმი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება - ასე აფასებენ მმართველ გუნდში კობახიძე-ბოკერიას რეპლიკებით დაპირისპირებას, რომელსაც ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თამარ შუკვანი
21.05.2020

საქართველო პირველი ივლისიდან უცხოეთიდან ტურისტებს მიიღებს, რაც უსაფრთხობის წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი კორონავირუსით ინფიცირებილი პირის შემოსვლა. ამისათვის კი საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. პირს საზღვარზე მოუწევს კოვიდ-ტესტისა და თერმოსკრინინგი გავლა, ან ცნობის წარდგენა, რომ შემომსვლელმა უკვე ჩაიტარა ტესტირება და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ელზა პაპოშვილი
21.05.2020

როგორ გავაგრძელებთ 22 მაისის შემდეგ ცხოვრებას. ქვეყანაში მართალია კომენდატის საათი და საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა, როგორც ჩანს ხელისუფლება პანდემიის საფრთხეებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ გარკვეული შეზღუდვები დატოვოს. 

თამარ შუკვანი
21.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება დღეს მედიკოსების შეფასებით, სტაბილურია, თანაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული აკრძალვებიც ეტაპობრივად იხსნება, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება, როგორიცაა - პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა იმისათვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს მორიგი, მეორე ტალღის აფეთქება.

ელზა პაპოშვილი
20.05.2020

არის თუა რა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ჩამოყალიბება. კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა — როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი ჯერ კიდევ უცნობია. 18 მაისის შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება კვლავ ვერ მოხდა და ლიდერებმა თქვეს, რომ ეს ცნობილი 2 კვირაში გახდება.   

 

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2020

„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება. მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი," - ამის შესახებ შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ია აბულაშვილი
20.05.2020

„ამ მოგონილ მაგიდასთან, სადაც მეტი წილი ფსევდო ოპოზიციაა შეკრებილი, პრიჩოსკიანი ტერეშკოვები და სხვები, ეჭვი არ მეპარებოდა რომ კვოტებზე და სკამებზე დაიწყებოდა ვაჭრობა, იწილო-ბიწილო უკვე დაიწყო და პატარ-პატარ ჩხუბებიც იქნება" - ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაწყებულ კონსულტაციებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2020

„ტრამპი თვითონ ბიზნესმენია, ბიზნესკორპორაციული ეთიკა კარგად იცის და ეს ვითარება კარგად იცის, რას ნიშნავს, ამის გამო ვფიქრობ, რომ მისი ადმინისტრაცია თითოეულ ქეისს დეტალურად განიხილავს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია შეერთებული შტატების სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნისთვის მიწერილ წერილს.

ია აბულაშვილი
20.05.2020

"საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, ეს ხმები დათვლილია. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც ხმები ყოფნის და აქ ვერავის მოატყუბენ. არ ვიცი "ლელო" დამოუკიდებლად გავა თუ არა არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ. ჩვენ "თავისუფალი საქართველო" დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილოებას როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პერიპეტიებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×