თამარ შუკვანი
16.05.2020

დღეს საქართველოს უფრო მეტი საფუძველი აქვს, რომ კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულდა გამოაცხადოს, ვიდრე სლოვენიას, რომლის მთავრობამაც შაბათს ოფიციალურად გამოაცხადა კორონავირუსი დამარცხებულად და მომავალი კვირიდან ყველა დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ტატა შოშიაშვილი
16.05.2020

აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნები შესაძლოა „რესპუბლიკის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს, ან სახელმწიფო გადატრიალებსაც კი გეგმავენ. ამის შესახებ მინიშნება თავად მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააკეთა სოხუმში აღმოჩენილ იარაღის მასშტაბურ სამალავზე საუბრისას.

თამარ შუკვანი
16.05.2020

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომელმაც 15 მაისს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგილავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების აქტი გამოსცა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გაუმართლებელს უწოდებენ. მისი თქმით, პრეზიდენტის არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო და უგულავასა და ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყანაში კრიზისს ვერ გამოიწვევდა.

თამარ შუკვანი
16.05.2020

„ევროპული საქართველო" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რომელმაც 15 მაისს მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. თუმცა, სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ელოდებიან შემდეგ ნაბიჯს, რაც „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში პარტია საარჩევნო კოდექსში საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 120/30 პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.

თამარ შუკვანი
15.05.2020

როგორც „პატრიოტთა ალიანსი," ასევე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ „რეზონანსს" თავად დეპუტატებმა განუცხადეს. შესაბამისად, კანონპროექტს, რომლის მხარდაჭერასაც „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" არ აპირებენ, მმართველი გუნდი აუცილებლად დაამტკიცებს.

ელზა პაპოშვილი
15.05.2020

გასულ 24 საათის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების უმრავლესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერია. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შემდეგ კი საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაშიც.

თამარ შუკვანი
15.05.2020

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, რასაც უმრავლესობაში ემხაურებიან. როგორც „ქართული ოცნების" წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მნიშნელოვანია აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდეს, რომ თავიდან იქნას არიდებული ის, რაც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა. ამასთან, დეპუტატისთვის მიუღებელია საპროტესტო აქციების განახლება, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა, რაც მოძრაობა „სირცხვილიას" წევრების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, აუცილებლად შესრულდება.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2020

„ეს საკუთარი მომხრეებით გარისკვაა. ახალი კლასტერი თუ გაჩნდება, რაც ძალინ ცუდია, ამ კლასტერში უპირველეს ყოვლისა მათი მომხრეები აღმოჩნდებიან,"- ასე ფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაანონსებულ აქციას.

თამარ შუკვანი
15.05.2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 14 მაისს სოფელში 8 ახალი შემთხვევის გამოვლინდა. მედიკოსები ამ ფაქტს მასობრივ ტესტირებას უკავშირებენ, რაც ქვეყნის მაშტაბით გაზრდილია.

ია აბულაშვილი
14.05.2020

"აქციებს ამ ეტაპზე არ შევუერთდებით. "ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გვაქვს დისტანცირება, ორივე არის ქვეყნის პრობლემა. ორპოლუსიანი სისტემა უნდა დამთავრდეს, რომ არ იყოს მარტო მიშა და ბიძინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სულ ეს იწილო-ბიწილო" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს.

ელზა პაპოშვილი
14.05.2020

საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული აკრძალვების ნაწილი კიდევ მოიხსნა, თუმცა მსუბუქ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ჯდომა კვლავ აკრძალულია. ასევე ძალაში რჩება კომენდატის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მუშაობს. ჯანდაცვის ექსპერტები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მართალია დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნამდვილად კარგია, თუმცა მათთვის სრულიად გაუგებარია რა შუაშია კომენდატის საათი და ასევე მსუბუქ ავტომობილზე დაწესებული შეზღუდვების კვლავ ძალაში დატოვება კორონავირუსთან.

თამარ შუკვანი
14.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ამის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×