ია აბულაშვილი 08.05.2020

„ეს თანამდებობა დე-ფაქტო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ზელენსკის თვითონ რომ ჰქონდეს საკმარისად დიდი ძალაუფლება და სააკაშვილს მისცეს მოქმედების ძლიერი მანდატი, მაგრამ ზელენსკის თვითონ არა აქვს რეალურად ამდენი ძალაუფლება, იგი უკრაინის პარალამენტს ვერ აკონტროლებს. ამიტომ მალე სააკაშვილი დაიწყებს ყვირილს, რომ ზელენსკის არა აქვს პოლიტიკური ნება და მას ხელს უშლიან," - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე სააკშვილის დანიშვნას უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
|
ელზა პაპოშვილი 08.05.2020

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნას აფასებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებისთვის სილის გარტყმის ტოლფასია. მისი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას ზედმეტი მოუვიდა და სააკაშვილს დანიშვნას ბიძგი მისცა. ამბობს, რომ ერთ ადამიანს გადააყოლა ორი ქვეყნის ისტორიული ურთიერთობა, სიბრიყვე და უცოდინარობაა, რაც უფრო საშიშია ვიდრე სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2020

„რა რეაქცია ექნებოდა უკრაინას საქართველოში თანამდებობაზე იანუკოვიჩი რომ დაენიშნათ?"-ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას.
|
თამარ შუკვანი 08.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირურისით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. გარდაცვლილი 45 წლის ქალი იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2020

„უკრაინას ფაქტიურად ოლიგარქიულ კლანური სისტემა მართავს,რომელმაც ზელენსკი რეალურად ხელისუფლებაში მოიყვანა კიდეც. ამ სისტემასთან ბრძოლაში სააკაშვილი ერთხელ უკვე დამარცხდა და დიდი ალბათობით მეორეჯერაც დამარცხდება,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის მიერ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.
|
თამარ შუკვანი 08.05.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშანა, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ. საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა ამ თანამდებობაზე კითხვებს აჩენს.
|
თამარ შუკვანი 07.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. ქვეყანა ახალ, მისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და პრაქტიკულად ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. თუმცა, არსებობს გარკვეული რისკებიც, რაც ტურიზმის გახსნის შესაძლებლობით აიხსენა. სპეციალისტების ნაწილის თქმით, დიდი რისკის მქონე სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსულ მგზავრთა კონტროლი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რიგირ შეზღუდვები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე მოიხსნება - ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე წარმოადგინა კონკრეტული ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც ის ბიზნესს დაეხმარება.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.05.2020

მსოფლიო ქვეყნები და მათ შორის საქართველოც კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს არბილებს, თუმცაღა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(ჯანმო) ქვეყნებს პოსტპანდემიურ პერიოდში გარდამავალი ეტაპების ფრთხილდ დაგეგმვისკენ მოუწოდებენ, რადგან ვირუსის ახალი აფეთქებების და კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია.
|
თამარ შუკვანი 07.05.2020

მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, ოკუპირებულ რეგიონის მოსახლეობა სრულმა პანიკამ მოიცვა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, შესაძლოა სამზე მეტი შემთხვევა იყოს. ამასთან, დიდი ალბათობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შიდა გადაცემა უკვე დაწყებულია.
|
ელზა პაპოშვილი 06.05.2020

ბრძოლა სოციალურ ქსელსა და ვირტუალურ სამყაროში საქართველოში კვლავ გრძელდება. ფეისბუქზე დაწყებული პოლიტიკური კამპანია და დაპირისპირება ქსელის ადმინისტრაციამ რამდენიმე გვერდის და ანგარიშის წაშლით დაასრულა. თუმცა, ურთიერთბრალდებები გრძელდება და „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე ხელის გაშვერით დანაშაულის გადაბრალებას ცდილობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.05.2020

„თუ ინდუსტრიულ სამყაროს არსებული ეკონომიკა აღსადგენი და დასაქოქი აქვს, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა საერთოდ არასოდეს არც გვქონია, ეკონომიკა მხოლოდ აღსადგენი კი არა თავიდან არის ასაშენებელი, ახალი ხედვებით და ახალი პრინციპებით. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ არათუ გეგმა, არამედ ამის ხედვა ჰქონდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებს, რა დროსაც მისი თქმით, უმუშევრობა კატასტროფულ მასშტაბებს შეიძენს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|