თამარ შუკვანი
06.05.2020

დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი საქართველოში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ამ ინფორმაციას ხელისუფლება ოფიციალურად დაადასტურებდა. დეკემბერსა და იანვარში მიმართვიანობა კლინიკებში ფილტვების ანთებით გაზრდილი იყო.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2020

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის.

თამარ შუკვანი
06.05.2020

სოციალური დისტანციის სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სახის სამუშაო სახლიდან გაუსვლელად ხორციელდება, საოფისე სამუშაო მთლიანად გაქრობის პირასაა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

ელზა პაპოშვილი
05.05.2020

საპატრიაქრო კიდევ ერთ სკანდალში შეიძლება გაეხვას. მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამტკიცებს, რომ მას აქვს ხმოვანი შეტყობინებები, სადანაც ნათელი ხდება იმ ბრალდების რეალობა, რომელიც მეუფე პეტრემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გასულ წელს სინდოის სხდომაზე წაუყენა. ამ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, თეოლოგების აზრით, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საპატრიარქომ მოკვლევა დაიწყოს.

თამარ შუკვანი
05.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დღეს უკვე საუბარია იმის შესახებ, რომ თუკი მიმდინარე წლის ოქტომბერამდე კოვიდ-19-ს გავრცელების საფრთხე კვლავ აქტუალურ საკითხად დარჩება, ან შემოდგომაზე ეპიდემიის ახალი ტალღა აგორდა, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა სხვა ფორმით ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, ამომრჩევლებისა და საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნეველყოს და მეორე მხრივ, ახალმა წესებმა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეჭვეი არ უნდა გააჩინოს.

ელზა პაპოშვილი
05.05.2020

საქართველომ შესაძლოა კორონავირუსი რამდენიმე კვირაში საბოლოოდ. სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებსა და ინფექციონისტთა ნაწილს საკუთარი პროგნოზი აქვთ.მათი აზრით, ის ფაქტი, რომ ვირუსით ინფიცირების ახალი კერები ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გამოვლენილა, იმედისმომცემ მოლოდინს აჩენს. 

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2020

„როდესც ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, მას შეიძლება გარკვეულ პერიოდში სისხლში ვირუსის არსებობა უფიქსირდებოდეს. ამ დროს ის ავადმყოფი არაა, მაგრამ ინფექციის მატარებელია, მას შეუძლია ინფექცია სხვას გადასცეს და ის დაავადმყოფდეს" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2020

„ცხადია, „ქართულ ოცნებას" ურჩევნია, რომ საპარლამენტო რჩევნები არსებული სისტემით გაიმართოს. მაგრამ თუ ასე მოიქცევიან, მაშინ მთელი მსოფლიოსთვის სრულიად აშკარა იქნება, რომ ისინი მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევენ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმლაძემ ისაუბრა.

ია აბულაშვილი
05.05.2020

„ინტერპელაციის წესით მთავრობის წარმომადგენელი უნდა მივიდეს პარლამენტში, მაგრამ რას გადაწყვეტენ ხელისუფლებაში - არ ვიცი. მეორე საკითხია, თუ რა აუცილებლობით არის ეს გამოწვეული მაშინ, როცა მთავრობა და კერძოდ პრემიერ-მინისტრი სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს", - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, პრემიერ გახარიას ინტეპელაციის წესით პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
05.05.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია,თუ რა შეთავაზება მიიღო უკრაინის პრეზიდენტისგან.

ელზა პაპოშვილი
04.05.2020

საქართველო ქვეყნის გახსნის მეორე ეტაპზე გადავიდა და პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით,  5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. მისი თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება. 

თამარ შუკვანი
04.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალის ფონზე, შესაძლოა მასობრივი შიმშილი დაიწყოს. თუკი საკვები პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი თუ სხვ. ექსპორტზე შეზღუდვებს არ მოხსნიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×