ელზა პაპოშვილი
29.04.2020

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.  გამოძიება მას ოჯახის წევრზე ძალადობას ედავება. 

ელზა პაპოშვილი
29.04.2020

გორის რაიონულმა სასამართლომ განსასჯელ სასულიერო პირს მამა დავითს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარება. ბრალდება განსასჯელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან ხედავდა მისი მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. პროკურატურის თქმით მამა დავითი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა და სასულიერო პირი 2–თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი კი მამა დავითის საერთოდ გათავისუფლებას და ბრალდებების მოხსნას ითხოვდა. 

ია აბულაშვილი
29.04.2020

„საგანგებო მდგომარეობა თუ გაგრძელდა, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება, შერეული სისტემით, რაც აწყობს ხელისუფლებას და იტყვის, რომ მე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვერ ესწრება, ასეთ დღეში ჩაგვყარა კორონამ," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
29.04.2020

გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბოლო კვლევით დამტკიცდა, რომ სიცხე კოვიდ-19-ს კლავს. ამასთან, ახალი კორონავირუსის უსიმპტომოდ განვითარება ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც ვირუსი მარტივად მარცხდება. დამატებით, რა შეგვიძლია ვთქვათ ახალ ვირუსზე, შესაძლოა თუ არა უსიმპტომო პაციენტებში იმუნიტეტი მართლა ყალიბდებოდეს და სიცხე ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას ამცირებდეს, „რეზონანსი" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

თამარ შუკვანი
29.04.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პიკი აღარ იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შესაძლებელია ინფექციის მართვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა. ეს მოსაზრება ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძის თქმით, შეიძლება ასე გავიგოთ: ერთგვარი პიკი უკვე გავიარეთ და შევდივართ რეაბილიტაციის ფაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე დაიწყება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება, ანუ - დაღმასვლა.

ია აბულაშვილი
29.04.2020

„შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორმე რატომ უნდა დანიშნო შენი ქვეყნის ვიცე-პრემიერად დევნილი კაცი, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ჯერ საბოლოოდ არც დადასტურებულია და არც უარყოფილი.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2020

„ვფიქრობ რომ ეს გარკვეული პოლიტიკური თამაში იყო, მაგრამ ასეა თუ ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული დემარში ცოტა ზედმეტიც კი გამოვიდა იმიტომ, რომ ზელენსკის ფრაქციაც კი მთლიანად სააკაშვილს მხარს არ უჭერს, ამიტომ სჯობდა ცოტა პაუზის აღება, კულუალური მუშაობა," -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში ვიცე-პრემიერის თანამდებობის შესაძლო დაკავებას და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

თამარ შუკვანი
29.04.2020

ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 106 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-ინფექცია კი 81 მათგანს აქვს. ამასთან, დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.

ელზა პაპოშვილი
28.04.2020

იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ, ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე შემოწმება და ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. 

 

ია აბულაშვილი
28.04.2020

"სააკაშვილის შანსების შეფასება მიჭირს, მაგრამ დანიშვნის შემთხვევაშიც, თუ ის ოფიციალურად ჩამოვა საქართველოში, მას დააპატიმრებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დაკავებული თანამდებობა იმუნიტეს არ ქმნის. სხვა საქმეა, დაკავების შემდეგ, ის შეიძლება გადასცენ უკრაინის ხელისუფლებას" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცე-პრემიერად.

თამარ შუკვანი
28.04.2020

„თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვიდი მრავალსახოვანი დაავადება, ახალია, ძალიან ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, როგორც ჩვენთვის ასევე მსოფლიოში საერთოდ ექიმებისთვის," - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ შუკვანი
28.04.2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულები, თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×