თამთა ჩაჩანიძე
24.04.2020

„პოროშენკომ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პიარის გამო მიიღო და დღესაც მგონია, რომ ესაც პიარია ზელენსკის მხრიდან,"-ამის შესახებ „რეზონანსთან" ნალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

თამარ შუკვანი
24.04.2020

„ამ ეტაპზე, ჩვენთან 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 5 კრიტიკული პაციენტი გვყავდა, ისინი სტაბილურად არიან. მძიმე პნევმონია ჰქონდა 17 პაციენტს. ჩვენთან მოხდა პირველად არაინვაზიური ვენტილაცია, სიპაპრეჟიმის გამოყენება პირველად და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ბოლოს გვყავდა 2 კრიტიკული პაციენტი და მათი მდგომარეობაც უკვე სტაბილურია," - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამბრიფინგზე განაცხადა.

თამარ შუკვანი
23.04.2020

იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის თვალსაზრისით, გაცილებით რთული ვითარებაა, საგანგებო მდგომარეობა უფრო მცირე ვადით გაგრძელდა, ვიდრე საქართველოში, - ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა, რასაც მედიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ ქვეყანა ისევ პიკურ ფაზაშია. თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური კუთხით, დროს წელავს, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი, რაც ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ ჯდება.

ელზა პაპოშვილი
23.04.2020

მას შემდეგ რაც მარნეულის  5 სოფლის მცხოვრებლები 22 აპრილს ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ხელისუფლებამ კონკრეტულ სადისტრიბუციო კომპანიას უფლება მისცა, რომ რაიონში შესულიყო და ადგილობრივებისგან ბოსტნეული ჩაებარებინა. 

ელზა პაპოშვილი
23.04.2020

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებამ და ჯერჯერობით არ მოხსნილმა შეზღუდვებმა, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პროტესტი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  მარნეულის ხუთი სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა, თუ როგორ უნდა მოახერხონ მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია, როდესაც დახურულია ბაზრები და ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ აკრძალულია. 

თამთა ჩაჩანიძე
23.04.2020

„საქართველოში აშკარად სხვანაირად მიდის ინფექცია, ეს ფაქტია და ამას ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ გავექცევით - არ ვიცი ეს რას დავაბრალო, ექიმების თავგანწირვას, ჩვენს ორგანიზმს, იმუნიტეტს, ჰავას, თუ რას, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მხრივ საქართველო ნაკლები ტოქსიკურობით და ტრაგიკული შემთხვევების ნაკლებობით გამოირჩევა" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

თამარ შუკვანი
22.04.2020

მარნეულში 22 აპრილს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ამასთან, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც - აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რასაც „ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამკულიევსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ელზა პაპოშვილი
22.04.2020

მოხდა თუ არა რეალურად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რატომ უარყოფენ ყინწვისის მონასტრის ბერები აღნიშნულ ფაქტს, მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას? ფაქტი ერთია, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  დაიწყო. 

ელზა პაპოშვილი
22.04.2020

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას შესაძლოა, ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვეს. თუკი აქამდე ხელისუფლების ყველა შეზღუდვას საზოგადოება გაგებით ეკიდებოდა, ახლა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდეს, მოსახლეობა განმარტებებს  ითხოვს. სოციალურ ქსელებში უკვე იქმნება საპროტესტო პეტიციები, სადაც მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილების გაპროტესტებას იწყებს. 

თამთა ჩაჩანიძე
22.04.2020

„ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა საჭირო, რადგან შეიძლება, რომ მოვსინჯოთ და მერე შევიტანოთ შესწორებები, ქვეყანას ამის რესურსი არ აღმოაჩნდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას.

თამარ შუკვანი
22.04.2020

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ შუკვანი
22.04.2020

„როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, კარგი იქნება გავაანალიზოთ, რა შედეგები მოიტანა ამ შეზღუდვებმა. ყველა ვთანხმდებით, შედეგი გვაქვს ის, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენმა მედიკოსებმა უფრო კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს. შესაბამისად, გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში," - ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×