თამთა ჩაჩანიძე 15.04.2020

„ამ სიტუაციიდან ყველაზე ეფექტურად ჩინეთი გამოვიდა, კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. ის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ, ალბათ, შეიცვლება და ტრიპოლარული-სამპოლუსიანი გახდება, ანუ გლობალური პოლიტიკური პროცესებისა და უსაფრთხოების სისტემის განმსაზღვრელი ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი გახდება", - ას აფასებს „რეზონანსთან"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კორონავირუსული პანდემიის ფონზე გეოპოლიტიკურ სიტუაციას.
|
ია აბულაშვილი 15.04.2020

„ამ უბედურებამ, საბედნიეროდ გამოაჩინა „ნაციონალების" და მათი სატელიტი პარტიების უსახური სახე. გიჟად არიან, არ იციან საიდან მიუდგნენ და ცილი როგორ დასწამონ მთავრობას. არა მხოლოდ მთავრობას, თავს ესხმიან ექიმებს, ეკლესიას" - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.
|
თამარ შუკვანი 15.04.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში შეიძლება, სასაფლაოები დაიკეტოს. კონკრეტულად რომელ ქალაქებს შეეხება აღნიშნული, ჯერჯერობით უცნობია. „რეზონანსი" დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოებას გააცნობენ.
|
ელზა პაპოშვილი 15.04.2020

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა აკრძალვები დაწესდეს და კარანტინის წესები უფრო გამკაცრდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, არ არის გამორიცხული, თუკი ვირუსის გავრცელებამ იმატა და სიტუაცია უკონტროლო გახდა, ქვეყანა საერთოდ 24–საათიან სრულ კარანტინზე გადავიდეს.
|
თამარ შუკვანი 15.04.2020

ახალი კორონავირუსის პიკის გადავლის შემდეგ, რომელიც საქართველოში, სპეციალისტების თქმით, უკვე დაიწყო, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოებას კოვიდ-19-თან ერთად მოუწევს თანაცხოვრება, როგორც ეს წითელასა და ღორის გრიპის შემთხვევაში მოხდა.
|
თამარ შუკვანი 15.04.2020

„გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა იმფიცირების მაჩვენებელის ყველაზე მაღალი ზრდა და 15 აპრილის მონაცემებით, ვოვიდ-19-ით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, რაც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ქვეყანაში პრაქტიკულად გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება და ამის პარალელურად საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბი გაიზარდა და ეპიდდინამიკა სწრაფად შეიცვალა უარესობისაკენ, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა ის აკრძალვები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში ამოქმედდება.
|
თამარ შუკვანი 14.04.2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებულ დავას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იგი იმედს გამოვთქვამს, რომ მხარეები მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას მოგვცემს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმონ. კვირიკაშვილის ამ განცხადებას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრემიერის პილიტიკაში დაბრუნების მცდელობად აფასებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.04.2020

„ჩემი აზრით, ამ ქალაქების დაკეტვა გამართლებულია, ოღონდ თუ საკმარისი იქნა. მგონია, რომ ესეც საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტი ქალაქი უნდა ყოფილიყო იზოლირებული. ჩინეთმა ლამის ყველა ქალაქი ჩაკეტა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კორონვირუსის გამო საქართველოს ოთხ დიდ ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის დაკეტვას.
|
თამარ შუკვანი 14.04.2020

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის პიკის პერიოდი დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ ერთ ან ორ კვირას გასტანს. მსგავს პროგნოზს, რომ ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ქვეყანაში დაახლოებით 15-22 აპრილს იქნებოდა, ჩინეთის მაგალითზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს აკეთებდნენ.
|
ია აბულაშვილი 14.04.2020

„ყველაზე უმტკივნეული გამოსავალი იქნება შეწყალება, რომელიც უნდა განახორციელოს პრეზიდენტმა და ეს შეიძლება მოხდეს 26 მაისისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შეფასებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილისათვის პატიმრობის მისჯით ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს დაცული.
|
თამარ შუკვანი 14.04.2020

საქართველოში მასშტაბით კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა დედაქალაქზე მოდის. თბილისის შემდეგ, რთული სიტუაციაა ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. საქართველოს სამ რეგიონში კი დღეის მდგომარეობით კოვიდ-19 ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი - გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
|
|