თამთა ჩაჩანიძე
11.04.2020

„ჩვენ ისეთი გააწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღოს ქვეყანამ" - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა და პარლამენტის ბიუროს წევრმა გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
11.04.2020

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ერთი უცნაური ცვლილება დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთით შემცირდა. შაბათს დილით ვებ-გვერდზე კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის გრაფაში 234 ადამიანი იყო მითითებული, თუმცა შუადღისთვის მონაცემები შეიცვალა და ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით შემცირდა.

ტატა შოშიაშვილი
11.04.2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ოდესის მერის თანამდებობისთვის იბრძოლოს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უკრაინა.რუ"-ს ცნობით, მის კანდიდატურას სავარაუდოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდა" წამოაყენებს.

თამთა ჩაჩანიძე
11.04.2020

„თუკი უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე მოლოდინია, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური პროცესია და პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, რომ არასწორი პროგნოზები კეთდება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პროგნოზს, რომელიც არ გამართლდა.

ტატა შოშიაშვილი
11.04.2020

ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, ქართული სპეცსამსახურები ბოლო დღეებში „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე აქტიურად ავრცელებენ ჭორებს რომელთა მიზანიც ერთის მხრივ მოსახლეობაში პანიკის დათესვა და ანტირუსული განწყობების გაღვივება და მეორე მსხრივ „რესპუბლიკის" ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვაა.

ელზა პაპოშვილი
10.04.2020

აიკრძალება თუ არა სააღდგომო დღესასწაულზე სასაფლაოებზე  გასვლა. რა სახის აკრძალვები შეიძლება დაწესდეს და საფლავზე გასულ ჭირისუფლებს პოლიცია დააჯარიმებს თუ არა. ხელისუფლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია საპატრიარქოს პოზიცია, მოუწოდებს თუ არა ის მორწმუნეებს, რომ საფლავებზე არ გავიდნენ. „რეზონანსმა“ ამ კითხვით საპატრიარქოს ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა მათ ჩვენს კითხვას არ უპასუხეს.  

თამარ შუკვანი
10.04.2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებშია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
10.04.2020

შესაძლოა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად მისი ზომები და კონტროლის მექნიზმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. რა მიმართულებით მოხდება ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პოლიციას  მეტი მოქმედების საშუალება მიეცემა. არ არის გამორიცხული, რომ თუკი ახლა სტუმრად ერთმანეთთან მისვლას არავინ აკონტროლებს, ზომების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში, პოლიციამ სტუმრიანობა მკაცრად გააკონტროლოს და დამრღვევები დასაჯოს. 

თამარ შუკვანი
10.04.2020

„მერე შეიძლება ასეთი დემნა გვასალიამ გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს... ასე რომ, ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
10.04.2020

„როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა ვადა. ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა კიდევ უფრო აქტიური იქნება. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება, მსჯელობაც უფრო აქტიური გახდება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ შუკვანი
10.04.2020

„დღეს მიმდინარეობს მარნეულისა და ბოლნისის მეორეჯერ შემოწმება, რადგან ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პირი იყოს გამოვლენილი," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 230-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია - 54 - ამის შესახებ კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×