თამთა ჩაჩანიძე 02.04.2020

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა შესაძლოა მინიმუმ ერთი წელი მაინც არ შემუშავდეს, ვირუსი კი ელვისებურად ვრცელდება და შესაძლოა, ამ ხნის განმავლობაში ინფექციამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ევროპაში და აშშ-ში ვითარება დღითი დღე უკონტროლო ხდება.
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფცირების ახალი წყარო გაჩნდა - ქვეყანაში კორონავირუსის ფულით დაინფიცირების უკვე რამდენიმე შემთხვევა დაიფიქსირდა. კოვიდ 19-ით ეროვნული ბანკის შვიდი თანამშრომელი, კახეთში 34 წლის ტაქსის მძღოლი, თერჯოლაში ლომბარდის 30 წლის თანამშრომელი და ხელოსანი, სავარაუდოდ, ფულიდან დაავადნენ.
|
თამარ შუკვანი 02.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ამის რეალური მიზეზი გულგრილობაა - მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი. მათივე თქმით, ვერ მოხდა სწორი გათვლა, თუ რა სეგმენტეზე გავრცელდებოდა ვირუსი. სწორედ წინდაუხედობამ გამოიწვია ის არსებული ვითარება, რომელშიც საკმაოდ გამოცდილი და განვითარებული სახელმწიფოები დღეს არიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.04.2020

საქართველოში მობილური ტელეფონის იმ აპლიკაცის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შემთხვევაში აფრთხილებს. შედეგად, თუ თქვენდაუნებურად ინფიცირებულ ადამიანთან მოგიხდათ გადაკვეთა, ამის შესახებ ავტომატურად იღებთ გაფრთხილებას და ამასთან ერთად შესაბამის ინსტრუქციებსაც, რა უნდო მოიმოქმედოთ. ამასთან, ეს აპლიკაცია უფასოა და მოქმედებს როგორც ანდროიდის, ასევე იოსის ოპერციულ სისტემებისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 01.04.2020

მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ახალი კორონავირუსისა და შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა, და ამის შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორ წარიმართება იდენტიფიცირების პროცესი და რა მექანიზმებით განხორციელდება დახმარება, ჯერ არ არის ცნობილი.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2020

აფხაზებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად არც მატერიალური რესურსები აქვთ და არც ადამიანური, რუსეთი კი დახმარების კუთხით დიდად არ აქტიურობს. ბევრი ადამიანი, ძირითადად გალელები, დახმარებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდის. ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზ და ქართველ ექიმებს შორის ერთგვარი არაოფიციალური კომუნიკაცია დამყარდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი „მესაზღვრეები“ კორნავირუსის სიმოტმების მქონე ადამიანებს აფხაზები ზუგდიდში სამკურნალოდ თავისუფლად უშვებენ.
|
თამარ შუკვანი 01.04.2020

ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად, სადაც 23 მარტს კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა, სხვა რეგიონებში იგივე ღონისძიების გატარება ამ დროისთვის არ იგეგმება. ამის შესახებ „რეზონანსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
|
თამარ შუკვანი 01.04.2020

რა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა აფხაზეთში, არავინ იცის, თავად აფხაზებმაც კი. ოკუპირებულ რესპუბლიკაში მხოლო ერთი კვალიფიცირებული ინფექციონისტია, ამ პროფილის კლინიკაზე კი საუბარი საერთოდ არ არის. თბილისში ფიქრობენ. რომ როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ჩვენ აფხაზეთის მაცხოვრებლების დახმარება მოგვიწევს.
|
ია აბულაშვილი 01.04.2020

„ეს იყო მთავრობის მხრიდან მიღებული ოპერატიული და სწორი გადაწყვტილება, რადგან ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს. დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელება, ამიტომ ყველა გონს უნდა მოვეგოთ, თორემ მივიღებთ იტალიას," - ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მთავრობის გადაწყვტილებას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.03.2020

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის აზრით, კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების ახალი ტალღა შესაძლოა ქვეყანაში ამ შემოდგომით განმეორდეს. ამასთან, მისივე შეფასებით, ამერიკის ხელისუფლება შემოდგომით ახალ ტალღას უკეთ მომზადებული დახვდება.
|
ელზა პაპოშვილი 31.03.2020

კორონავირუსის მსოფლიოში მასობრივი გავრცელების პარალელურად, სულ უფრო მეტი მოსაზრება ჩნდება იმაზე, თუ რა შეიძლება ადამიანში ამ ვირუსის შემაფერხებელი და მაპროვოცირებელი იყოს. სპეციალისტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი ჰქონდეს. იგივე განცხადება კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ე.წ. „ბცჟ“ აცრებზეც. შესაბამისად, გამოითქმის მოსაზრება, რომ საქართველოში ვირუსით დაინფიცირებულთა ნაკლები რიცხვი ამის გამოა, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწლი, სწორედ ამ ვაქცინებით არიან აცრილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|