თამარ შუკვანი
27.03.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გამოჩენას უარყოფით მოვლენებთან ერთად, გარკვეული დადებითი ფაქტორიც ახლავს. ამის შესახებ სპეციალისტები მას შემდეგ საუბრობენ. რაც მსოფლიო მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მაჩვბენებელი შემცირდა და დედამიწამ, ფაქტობრივად, „ამოისუნთქა." ეკოლოგების ნაწილის თქმით, როდესაც არსებული ვითარება გამოსწორდება და ეპიდემია გადაივლის, მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

ელზა პაპოშვილი
27.03.2020

თუ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მისი ოჯახის წევრებს დაკრძალვის სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა და როგორც სხვა ქვეყნები, ისევე საქართველოც ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ წესებს დაიცავს.   

ელზა პაპოშვილი
27.03.2020

საქართველო დაავადების გავრცელების კრიტიკულ ფაზაში შედის - სპეციალისტები ელიან, რომ კორონავირუსით დაავადებულთა  რიცხვის ზრდა დაიწყება. ამიტომაც ხელისუფლებას გარკვეული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევენ. 

თამთა ჩაჩანიძე
27.03.2020

„15 აპრილის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ინფიცირებულ პაციენტების რაოდენობას გაცილებით გადააჭარბებს, ბევრმა შესაძლებელია ეს ვირუსი ძალიან ადვილადაც გადაიტანოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი, საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის მოსალოდნელ პიკს და გარდატეხის პერიოდს.

თამთა ჩაჩანიძე
26.03.2020

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ფონდისა და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების და ხელთათმანების დარიგებას, რასაც ათეულობით ადამიანი მიაწყდა და ეპიდემიის გავრცელების რეალური საფრთხე შეიქმნა. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამ ინიციატივას პარტიულ აქციად და მეტიჩრობად აფასებენ. ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია კი უპასუხისმგებლო ქმედებად ახასიათებს და ყველას მოქმედი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ელზა პაპოშვილი
26.03.2020

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი  მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საზღვარგარეთიდან  სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება. ვენიდან რეისს კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკიპაჟის წევრები სპეციალურად არიან დატრენინგებული და საგანგებოდ ეკიპირებული.  

ელზა პაპოშვილი
26.03.2020

კორონავირუსი  საქართველოს კიდევ  რამდენიმე რეგიონში დადასტურდა. როგორც ამირან გამყრელიძე  და პაატა იმნაძე აცხადებდნენ, ქვეყანაში მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები დაიწყებოდა. ზუსტად ამის მაჩვენებელია მარნეულში მომხდარი ფაქტი, როდესაც 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და ჯერჯერობით პირველ წაყარო დაუდგენელია. 

თამთა ჩაჩანიძე
26.03.2020

ცნობილმა ნათელმხილველმა ვანგამ დღეს არსებული გლობალური კრიზისი და საშინელი ეპიდემია იწინასწარმეტყველა, მისი ხილვების მიხედვით, სარკიებურ წელში მსოფლიოს თავს საშინელი ეპიდემია დაატყდება, სადაც ხალხი დაავადებისგან ქუჩებში დაიხოცება.

თამარ შუკვანი
25.03.2020

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე ოპოზიციონერი ლიდერების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ისმის კითხვა, სად არის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი? - კითხვას უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში და აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის კორონავირუსის გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვაშიც.

თამთა ჩაჩანიძე
25.03.2020

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე „სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის პოსტი გააზიარა და მიაწერა: „დეზინფორმაცია კლავს!", რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუკომენტარა სიტყვებით „ახლა მიხვდა ლომჟარია".

ია აბულაშვილი
25.03.2020

"მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი მკაცრი ზომაა, აუცილებლად გამოცხადდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემოლოგები. ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭი-რავთ ხელი" - ასე ეხმაურება პალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ქვეყანა-ში კორონავირუსთან შექმნილ ვითარებას.

ია აბულაშვილი
25.03.2020

"რომელ სოციალურ სოლიდარობაზეა საუბარი, ამ საყოველთაო გასაჭირის დროს ენერგოკომპანიები დენს უჭრიან მოსახლეობას, ბანკები ხალხის გამოსახლებაზეა გადასული, ავიაკომპანიებს, თუ მთავრობამ არ უთხრა დასტოპდიო, მგზავრობის ფასს არ უწევენ. ამ ბრძოლაშიც არ თმობს ბიზნესი თამაშის წესებს, მოგება ნახოს ყველა შემთხვევაში" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა უკავა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×