თამთა ჩაჩანიძე 25.03.2020

ბოლნისში კარანტინი განსაკუთრებით მატერიალურად და ფიზიკურად მოწყვლად კარეგორიას გაუჭირდა, რომლებიც ან ყოველდღიურ შემსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი, ანაც სხვადასხვა დაავადების გამო გადაადგილება უჭირთ. ამბობენ, რომ საკვების ის მწირი მარაგი, რაც ჰქონდათ, ამ ორიოდე დღეში ამეწურათ და ახალ ახლობლების დახმარების იმედად არიან. თუმცა ეს მხოლოდ ამ კატეგორიის ხალხის პრობლემა არ არის. ქალაქში და მიმდებარე სოფლებში სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებობა უკვე იგრძნობა და მომარაგების პრობლემას მთელი მოსახლეობა აწყდება.
|
თამარ შუკვანი 25.03.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ასლან ბჟანია ქართულ მხარეს ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, ტრანსსასაზაღვრო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ამ შეთავაზებაზე.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2020

ეკლესიის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, საპატრიარქო წესების შეცვლას არ აპირებს, თუმცა მცირე კორექტივები შეაქვს. ეკლესიამ გაავრცელა განცხადება, რომ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ვითარებას ისე წარმოაჩენს, მათ უჩნდებათ განცდა, თითქოს ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს.
|
თამარ შუკვანი 25.03.2020

სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის განხორციელების საჭიროებას, რომ უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ვერ ხედავს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავს ფონდებში საზოგადოება საკუთარი სურვილით რიცხავს თანხას და არა იძულებით. თანაც თავად სახელმწიფო განაცხადებს ფონდის შექმნის აუცილებლობაზე თუკი ამის საჭიროება დადგება.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2020

კარანტინის მესამე დღე მარნეულსა და ბოლნისში -ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში კონტროლის ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. დადგენილი წესების სრული დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე, მავთულხლართები მიიტანეს, ტერიტორიაზე გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რამდენიმე ავტომობილმა პოლიციის გვერდის ავლით ქალაქში შესვლა სცადა.
|
თამარ შუკვანი 25.03.2020

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ თუ როგორი გავლენა იქონია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე? ამაზე ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლების ოპერეტიულმა რეაგირებამ საზოგადოების ნაწილში დადებითი შეფასება ჰპოვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათმა ლიდერებმა ჩვეული რიტორიკა შეიცვალეს, რითაც პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2020

დადგება თუ არა საქართველოში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა? ქვეყანის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, სოციალური ქსელით ვრცლედბეა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს მოსახლეობა მასობრივად ლისის ტბაზე, კუს ტბასა და თბილისის ზღვაზე. ასევე იმის დამადასტურებელი არაერთი ფოტო თუ ვიდეო ვრცელდება, რომ ბაზრების ნაწილი დახურული არ არის და გარე ვაჭრობა კვლავ მიმდინარეობს.
|
ია აბულაშვილი 24.03.2020

„ახლა ჭკუის სწავლება არავისთვის არ არის საჭირო და არ ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას აქვს მორალური უფლება პოლიტიკური სპეკულაციის დონეზე დაუწყოს საუბარი ხელისუფლებას; მაგრამ ოპოზიციას პირში ბურთს ვერ ჩაჩრი რომ გაჩუმდეს, ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საშუალება საფუძვლიანი კრიტიკის", - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებს, რომელიც ხელისუფლებისგან კრიზისული ბიუჯეტის წარდგენას მოითხოვს.
|
ია აბულაშვილი 24.03.2020

„ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელი იქნება პრიორიტეტული ჯგუფი, ვისაც პირველ რიგში ჩაუტარდება კვლევა ამ ტესტებით. ამაზე მიდის მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში", - ასე ეხმაურება ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი თამაზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ჩინეთიდან საქართველოში, კვირის ბოლომდე სწრაფი ტესტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად პოლიციის სწრაფ და სწორ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ გარეშე გატარებული ზომები უშედეგო იქნებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ სოციალურ ქსელებში ბევრი ქართველი მომხმარებელი ქართველ ექიმებსა და პოლიციელებს გმირებად მოიხსენიებს: „დიახ, პოლიციელი გმირია! ახლა მთავარია ხალხისა და საზოგადოების გვერდში დგომა“. ასეთ მოსაზრებას სრულად იზიარებენ ქართველი ანალიტიკოსებიც.
|
ალექსანდრე კორტავა 24.03.2020

„აფხაზეთი და საქართველო, ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, საჭიროებენ ორმხრივი მოლაპარაკების მაგიდას, სადაც ტრანსსასაზღვრო საკითხებზე საუბარს შეძლებენ“ - ეს სიტყვები აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2020

კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება. პოლიცია და სამხედროები საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვანი გზები კი მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|