ია აბულაშვილი
20.03.2020

"შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი უკვე შეთანხმებულია და საჭიროების შემთხვევაში კანონი ამოქმედდება" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილი დემეტრაშვილი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანაგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებას.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2020

„ამ წუთში ხელისუფლება გამოწვევებს ფანტასტიკურად უმკლავდება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ძველი, გამოცდილი, მრავალმთავრობა გამოვლილი მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

თამარ შუკვანი
20.03.2020

კორონავირუსზე განისაზღვრება და დადგინდება ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა კერძო ლაბორატორიებმაც ჩაატარონ.

თამარ შუკვანი
20.03.2020

20 მარტს გაიმართა შეხვედრა ექსპერტებთან და ინფექციონისტებთან, სადაც განხილული იყო თუ რას აკეთებს სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის, შეკავების, ტესტირების და იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ასევე განიხილეს სავარაუდო სცენარები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში არსებული მოვლენები.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2020

მედ-პერსონალი, რომელსაც შეხება უშუალოდ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, არადა მათი ჯანმრთელობა თითოეული ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე პაციენტებთან ურთიერთობაში შეცდომები დაუშვეს, რის შედეგადაც ბევრი მკურნალი ექიმი დაინფიცირდა და გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო გახადა.

თამარ შუკვანი
20.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რომელმაც ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამაზე საქართველოშიც აქტიურად ალაპარაკდნენ. მართალია გუშინ პრემიერმა თქვა ამის აუცილებლობა არ არისო, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ეს აუცილებელი გახდება. საინტერესოა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა დადგება. მისი თქმით, ამისი აუცილებლობა შესაძლოა ხვალ, ზეგ, ან მომდევნო დღეებში დადგეს.

ელზა პაპოშვილი
19.03.2020

საქართველო კორონავირუსის შეკავების ფაზიდან მისი გავრცელების ფაზაში გადადის. სპეციალისტები განსაკუთრებულ პიკს აპრილის შუარიცხვებში ელოდებიან. თუმცა, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის თქმით, მეოთხეული და მეხუთეული შემთხვევები უკვე ამ კვრის ბოლოს უნდა იყოს. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ და მათი მთავარი რეკომენდაციიაა, რომ ყველა „დარჩეს სახლში“. სხვაგვარად გავრცელების ფაზის კონტროლი გართულდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველომ ვირუსიის შეკავების ფაზას თავი წარმატებით გაართვა და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე კარგად გამოუვიდა. 

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

ექიმები კოვიდ-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ზონაში არიან, განსაკუთრებით კი მედპერსონალის ის კატეგორია, რომლებიც პაციენტთან უშუალოდ მუშაობს.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

სხვადასხვა მკვლევარი კორონავირუსის ხანგრძლივობის სხვადასხვა დროს ასახელებს, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი კი, რაც დასახელდა - ორი წელია, რასაც ასტროლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები ზაფხულამდე გასტანს.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2020

იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოსახლეობისთვის პროდუქტი საკმარისი არ იქნება, რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქონლის საზღვარგარეთ ექსპორტი შეზღუდოს, ამის შესახებ რუსეთის პრეიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამად ამის საჭიროება არაა.

თამარ შუკვანი
18.03.2020

„დღესვე უნდა დავიწყოთ მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რომ შესაბამისად გადავიდეს სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორზე და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ კომერციულ ჯანდაცვაზე," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომელსაც „რეზონანსი" პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ გამოვლინებებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×