თამარ შუკვანი
17.03.2020

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მოძრაობა იკრძალება. თუმცა, თუკი იქნება ამის საჭიროება და შესაბამისი რეკომენდაცია, თბილისის მერია მგზადაა მეტროც გააჩეროს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე კორტავა
17.03.2020

„საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იქნება ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის ან კარანტინის წესებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ სამშაბათს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო შესაძლოა ბავშვები იყვნენ. კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვებს, როგორც წესი, დაავადების მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, ან შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საერთოდ არანაირი სიმპტომები არ ჰქონდეთ. თუმცა, იმავე პერიოდში ინფექცია უფროსებს გადადონ. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებში კორონავირუსზე სტანდარტულმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენოს, თუმცა ვირუსი თითქმის ორი კვირის განმავლობაში კვლავ რჩებოდეს მათ ორგანიზმში.

თამარ შუკვანი
17.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნაც იზრდება - რომ საჭიროა ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს, რაც, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური მოთხოვნაა და ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ქულები მოიპოვონ.

ალექსანდრე კორტავა
17.03.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას უადგილოს და არადროულს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქადაგიძის მოსმენისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2020

„შესაძლოა ქვეყნები გაერთიანდნენ და ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც შესაძლოა, თანამშრომლობითი უსაფრთხოება დავარქვათ" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კორონავირუსის საფრთხის გავლენას მსოფლიო წესრიგზე.

თამარ შუკვანი
16.03.2020

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულ მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების დაძაბვა მოსალოდნელი არ არის, რადგან არსებობს მხარეთა შორის გარკვეული ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ელზა პაპოშვილი
16.03.2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში  5 ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა.  ეს ინფორმაცია კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახმაურდა. 

ელზა პაპოშვილი
16.03.2020

გუდაურში გარკვეული პანიკა და გაუგებრობაა, რადგანაც  რესტორან "მთვრალი ალუბალის" ხელმძღვანელი მირანდა ესაკია აცხადებს, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში ერთი კვირის განმავლობაში ისვენებდნენ, კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი სამშობლოში დაბრუნების დროს შეამოწმებს და ჩეხეთში სამი მათგანი კარანტინში გადაიყვანეს. 

ელზა პაპოშვილი
15.03.2020

გამოცხადდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და რა აკრძალვები შეიძლება დაუწესდეს მოსახლეობას? როგორც ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა,  კარანტინი ქვეყანაში  იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი კი  საკმაოდ სწრაფი გახდება. დღეისათვის კი უკვე დაფიქსირებულია ე.წ. მესამეული გადაცემა.

ტატა შოშიაშვილი
15.03.2020

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საშიში სიტუაციის კონტროლისთვის დაქვემდებარება. ინფექციონისტები, ფაქტობრივად, დასახლდნენ სამსახურებში, რადგანაც დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალათ და ძილისთვის გამოყოფილი დაახლოებით 3-4 საათის გარდა სამსახურსა და პაციენტებს ყურადღებას არ აკლებენ.

რეზონანსი
15.03.2020

წელს აღდგომას იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიუტუალის ჩატარებას შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნას. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. იერუსალიმის საპატრიარქო ცერემონიალის დახურულ სივრცეში, მრევლის გარეშე, მხოლოდ მხოლოდ უმაღლესი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩატარებას განიხილავს. რუსული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, არც იმას გამორიცხავს, რომ წელს რიტუალი საერთოდ არ ჩატარდეს. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით ისიც უცნობია, გაემგზავრება თუ არა 18 აპრილს ქართული დელეგაცია იერუსალიმში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×