ალექსანდრე კორტავა 10.03.2020

„ცვლილებებს მხარს დავუჭერ, ადრინდელი წინააღმდეგობა და ახალი საარჩევნო სისტემა ერთმანეთს არ უკავშირდება" - ასეთი კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან ახალ საარჩევნო მოდელზე საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2020

„მანდატები უპირატესად განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა", - ასე აფასებს კოსნტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილებას ეხება.
|
თამარ შუკვანი 10.03.2020

საქართველოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილი საკარანტინო ზონიდან გარბის, რის შემდეგაც საჭირო ხდება პატრულის დახმარებით, მათი იძულებით დაბრუნება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძე ფსიქოლოგიური სტრესის გადატანით ხსნის.
|
თამარ შუკვანი 09.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება. კანონის ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც გასულ წელს მოხდა - ე.წ. აჯანყებული დეპუტატები სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას წინააღმდეგ წავიდნენ, რაც საბოლოოდ კანონპროექტი ჩაგდებით დასრულდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.03.2020

საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა,არის თუ არა ხალხში პანიკა დაინფიცირებულთა მატების გამო და ზოგადად როგორ შეცვალა მათი ცხოვრების წესი ვირუსმა - ამის შესახებ საზოგადოების აზრი „რეზონანსმა" ქუჩის გამოკითხვის შედეგად გაიგო.
|
თამარ შუკვანი 09.03.2020

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა, ახალმა კორონავირუსმა, ადამიანების დღის წესრიგი რადიკალურად შეუცვალა, ასტროლოგი დავით დავით ბუტიკაშვილი „რეზონანსთან" მაინც დადებით პროგნოზსს აკეთებს. როგორც მან განაცხადა, საქართველოსთვის კრიტიკული ვითარება უკვე გადავლილია და 21 მარტიდან დაძაბული გარემო შეიცვლება, არსებული მდომარეობა კი უკეთესობისკენ წარიმართება.
|
ია აბულაშვილი 08.03.2020

„მთავარი არის, რომ შეთანხმება მიღწეულია, დაძაბულობა მოიხსნება და არჩევნები შედარებით მშვიდობიან გარემოში ჩატარდება. ეს არის დადებით მომენტი. ახლა მათავრი არის როგორ განისაზღვრება საარჩევნო ოლქები“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
|
რეზონანსი 08.03.2020
დასავლელი შუამავლობის აქტიური ზეწოლის შედეგად, მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეულია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება - იქნება 1%-იანი ბარიერი, ამომრჩევლები პროპორციული წესით 120 და მჟორიტარული წესით 30 დეპუტატს აირჩევენ, პირველ ადგილზე გასულ პარტიას კი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების უფლებე მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი პროპორციულ არჩევნებზე ხმების მინიმუმ 40% მიიღებს.
|
ნატა თვაური 08.03.2020

იმ შემთხვევაში, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი გახდება.- ასეთ განცხადებას აკეთებს პაატა იმნაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას. იგი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი ადამიანი ამ დრომდე არაა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და ამბობს, რომ ეს პირი საჩხერის კლინიკაში იმყოფება.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2020

ბოლო წლებში საქართველოში ქალების ცნობიერება ამაღლდა, ისინი უფრო აქტიურად იცავენ საკუთარ უფლებებს ოჯახში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამან კი საზოგადოების ნაწილში ქალების მიმართ აგრესია გამოიწვია. ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, სწორედ ესაა ქალებზე ძალადობის ფაქტების საგანგაშოდ მატების მთავარი მიზეზი და ამას მხოლოდ პოლიციის გააქტიურება ვერ უშველის, რადგანაც „ქალებმა ისწავლეს, რომ აღარ მოითმინონ, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ვერაფერს ვახვედრებთ, რომ გადარჩნენ“.
|
ალექსანდრე კორტავა 08.03.2020

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციულ არჩევნებთან მაქსიმალურად მიახლოებული გზით.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2020

საქართველოში კორონა ვირუსის უკვე 13 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაინფიცირებულთა შორის ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკა გამყრელიძეა. მას შეხება იმ ექიმთან ჰქონდა, რომელიც იტალიიდან მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|