ალექსანდრე კორტავა
04.03.2020

რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს და ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს უშლის, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

თამარ შუკვანი
04.03.2020

თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

თამთა ჩაჩანიძე
04.03.2020

„ხელისუფლება 110/40-ზე ლაპარაკობს, 130/20-ზე-ოპოზიცია, საშუალო 120/30-ზეა, მგონია, რომ თუ ორივე მხარეს შეთანხმება სურს, მისაღები უნდა იყოს და თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაშინ ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე თქმით, 40%-იან ბარიერს საარჩევნო სისტემა 120/30-ზეც უზრუნველყოფს.

თამარ შუკვანი
04.03.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენების გამო რუსეთი შეურაცხყოფილია და აფხაზებზე კრემლი აუცილებლად იძიებს შურს, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რადგან ფიქრობს, რომ ამაში „შიდა მაფიოზური და კრიმინალური სტრუქტურების" ხელი ურევია.

თამარ შუკვანი
03.03.2020

მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ოპოზიციის „მძევლად აყვანაში“ ადანაშაულებს. მათი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზებები მხოლოდ აამ ორი პარტიისათვისაა მიუღებელი და დანარჩენი ოპოზიცია შეთანხმებისთვის მზადაა. ამის გათვალისწინებით კი ხელისუფლებაში შეთანხმების მიღწევის ახალი ფრომულა გაჩნდა - რომ საჭიროა მმართველი პარტია შეთანხმდეს არა მთლიანად ოპოზიციასთან, არამედ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების ბოლო განცხადებები ოპოზიციური ერთობის მცდელობაა და ამის ბოლო მაგალითია „ოცნების“ ბოლო შეთავაზება საარჩევნო ბარიერზე.

ია აბულაშვილი
03.03.2020

„კომისიის მოწვევა საქართველოში უფრო უცხოელების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული მოსაზრებების გამო ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, არ ღირს მთელი მსოფლიოს ფეხზე დაყენება იმისთვის, რომ ოპოზიციას სიტყვაში მოუგო", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების მოწვევით გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის ჩამოსვლას საქართველოში.

ელზა პაპოშვილი
03.03.2020

„იანდექს ტაქსი“ სკანდალში ეხვევა - გაირკვა, რომ კომპანია თავის მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის. ამის შესახებ  კი რუსული მედია წერს. ინფორმაციას რუსეთში კომპანიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. „რეზონანსი“ ეცადა, რომ საქართველოში არსებულ ფილიალს დაკავშირებოდა და ამ საკანდალურ ბრალდებაზე მათი განმარტება მოესმინა, თუმცა  კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

თამთა ჩაჩანიძე
03.03.2020

„ორი თვეა, რაც მეცნიერება ამ ვირუსს სწავლობს. ამიტომ მისი ქცევა ჯერჯერობით კარგად არაა ცნობილი. თუმცა, პროგნოზების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ტეპერატურის მომატებასთან ერთად მისმა ვირულენტობამ (გავრცელების უნარი) უნდა დაიკლოს", - ამის შესახებ „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამარ შუკვანი
03.03.2020

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და დიდი ალბათობით „არჩევნებში" მონაწილეობას ვერ მიიღებს, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს მაინც გაიმართოს.

თამთა ჩაჩანიძე
03.03.2020

„ილუზია გაცილებით მეტია ვიდრე გამარჯვების შანსი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დიდუბეში იყრის კენჭს.

ია აბულაშვილი
03.03.2020

„ბარიერი იქნება 0, 1 თუ 2 პროცენტი, დღეს ეს არ არის არსებითი საკითხი. ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს მოვლენებს და ცდილობს გამოძვრეს შექმნილი ვითარებიდან. ეს არის ხელისუფლების მეშვიდეხარისხოვანი მცდელობა", - ასე ეხმაურება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისადმი ახალ შეთავაზებას „რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

ია აბულაშვილი
03.03.2020

„მთავარი ბერკეტი არის არჩევნების შედეგების მიმართ გამოცხადდეს უნდობლობა, მაგრამ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები ცნობენ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგება", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონგრესმენ ადამ კიზინგერის მოსაზრებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×