თამარ შუკვანი
28.02.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან მოლაპარაკების მიღწევის ბოლო ვადად თებერვლის ბოლოს ასახელებენ, რადგან, „შემდეგ კანონში ცვლილების შეტანა ვეღარ მოესწრება," თუმცა, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ რაიმე კონკრეტული ვადა არ არსებობს. თუკი მხარეები შემდგომ მაინც შეძლებენ შეთანხმებას, კანონში ცვლილების შეტანა დაგვიანებული არ იქნება.

თამარ შუკვანი
28.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, 17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. „ტვ პირველის" თანამშრომლის მდგომარეობა კი სტაბილურია. იგი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ - ისინი მიიჩნევენ, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და ვირუსის მასობრივი გავრცელება არ იქნება.

თამარ შუკვანი
27.02.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, დიდი ალბათობით აღდგება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი და სასურველიც კია. 27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გაიმართა.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2020

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პანიკა დათესა, იმის გამო, რომ ვირუსის საწინაღმდეგო მედიკამენტი ჯერ შემუშავებული არაა და თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო პირბადე ითვლება, აფთიაქებში მათი დეფიცითი შეიქმნა, ზოგიერთ მათგანში კი მარაგი საერთოდ ამოწურულია.

თამარ შუკვანი
27.02.2020

26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ღამით აფთიაქებიდან პირბადეები, ხოლო სუპერმარკეტებიდან პროდუქტები გაქრა. დედაქალაქში სრულმა პანიკამ დაისადგურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მეტიც, ეს ვირუსი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს. ამის მიუხედავად, ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე პირბადით დადის, აფთიაქები კი პირბადის დეფიციტს განიცდის.

რეზონანსი
27.02.2020

 კორონავისურის ახალი ინფექცია (COVID-19) მთელს მსოფლიოს ემუქრება და კაცობრიობა საერთო საფრთხის წინაშე დგას - ჩინეთი ამ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზეე დგას და გმირულ ზომებს ახორციელებს, რომ დაიცვას არამარტო საკუთარი ხალხი, არამედ კაცობრიობა. ჩინეთი გრძნობს პასუხისმგებლობას არამარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ პლანეტის სხვა ხალხების უსაფრთხოებაზეც.

ია აბულაშვილი
26.02.2020

"ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით, ასევე ბარიერის დაწევა, ოპოზიცია რომ გახლიჩოს. სხვა რა კომპროსმიზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, არ ვიცი" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

„როგორც ჩანს, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდება და ამის მერე რეალურ ქმედებებზე გადავა. მანამდე, ბუნებრივია, ნებისმიერი ქმედება დესტრუქციულია, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის, ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებაც ამ მიმართულებით მხარს არ უჭერს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ოპოზიციის საპროტესტო მუხტის შენელებას.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

მაისში დაგეგმილი ევრსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ია აბულაშვილი
26.02.2020

"რაც სიებთან დაკავშირებით გააკეთეს, ანუ ელემენტარულად ვერ შეძლეს სიებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შეთანხმება, მაფიქრებინებს, რომ ერთობის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ფაქტია, რომ მათ პარტნიორობა არ შეუძლიათ" - ასე ეხმურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
26.02.2020

გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჩიქოვანმა უარყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ოლქში ვიხილოთ ის პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×