ელზა პაპოშვილი
24.02.2020

„საუკუნის ძარცვა“ და ბიუჯეტიდან გამქრალი მილიონები. ვინ აგებს პასუხს იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც 60–კაციანი ჯგუფი ქვეყნის ბიუჯეტს ისე ძარცვავდა, რომ ვერავინ მიხვდა. მასშტაბური ფინანსური სკანდალი რამდენიმე თვის წინ გასკდა, როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 100-დან 270 მილიონამდე მითვისების საქმეზე 62  ბიზნესმენი დააკავა, ხოლო 102 ადამიანზე საქმეა აღძრული. აქედან 11 საერთოდ ძებნაშია, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოასწრეს.  

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2020

„თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ.

ია აბულაშვილი
24.02.2020

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სერიოზულად ვერ ჩამოყალიბდა თავის ხედვებში. ვერ გავარკვიეთ რა უნდა, ან რას თანხმდება. კონკრეტული პიროვნებაც არ ჩანს, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, მდინარაძე და სხვები რას იტყვიან ტელეეთერით, ამით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ?" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლების მზაობას ინდივიდუალურად გამართოს მოლპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან.

თამარ შუკვანი
24.02.2020

„ნაცმოძრაობის" რეიტინგმა მოიმატა, რადგან დიდ ნაწილს გაახსენდა, რომ ბევრი კარგი რამ იყო გაკეთებული იმ ცხრა წლის განმავლობაში. ბევრისთვის კი „ოცნება" გახდა მიუღებელი. ამიტომაც, ძლიერი ალტერნატიული ძალა „ნაციონალური მოძრაობაა". ლოგიკურია, რომ პირველ-მეორე ადგილებს ეს ორი პარტია იკავებს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კომპანია „იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მმართველ პოლიტიკურ ძალას 34%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" - 29% აქვს.

თამარ შუკვანი
24.02.2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „იპსოსის" გამოკითხვას სოციოლოგთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევა რეალობასთან აცდენილია. თანაც, მათი თქმით, ეს გამოკითხვა საეჭვოდ იდენტურია იმ კვლევასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ასევე კომპანია „იპსოსმა" ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

ალექსანდრე კორტავა
24.02.2020

პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ, ძალაუნებურად ქართული ოცნებისთვის სასურველ შედეგებს დებენ.

თამარ შუკვანი
24.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შემოთავაზებას საარჩევნო სისტემაზე მორიგი შეხვედრის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა" არ იღებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რეზონანსს" უთხრა, თუკი ხელისუფლება სერიოზული წინადადებებით შემოვა, მხარეთა შორის მოლაპარაკება განახლდება.

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2020

„თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სისტემით მოუგო შევარდნაძეს, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლებას, ახლა თუ ოპოზიციას რაიმე უნარი გააჩნია, ამჟამინდელ ხელისუფლებას არსებული სისტემით უნდა მოუგოს. შეუძლებელი აქ არაფერია. ამ სისტემით ხელისუფლების შეცვლა ორჯერ მოხდა და ამდენად მესამედაც შესაძლებელია," - ასე აფასებს „რეზონასთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მისივე აზრით,2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ან წმინდა პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს ან არსებულით, სხვა მოდელს აზრი არ აქვს.

ნატა თვაური
23.02.2020

„იერუსალიმის საპატრიარქო არღვევს მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის წესებს, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ინიციატივა. ივარაუდება, ეს ინიციატივა პროვოცირებული და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. საქართველოს საპატრიარქომ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე", - აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია 26 თებერვალს იორდანიის ამანში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიერ დაგეგმილ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე საუბრისას, სადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი და მართლმადიდებელ სამყაროშI ამასთან დაკავშIრებით წარმოქმნილი განხეთქილება უნდა განიხილონ.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2020

ციხიდან ახალგამოსული ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ჩართვა ოპოზიციურ ფლანგზე სავარაუდოდ გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც შეიძლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აისახოს. ერთის მხრივ, მერაბიშვილმა შესაძლოა ყოფილი თანაპარტიელების - „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" დაახლოებას შეუწყოს ხელი. თუმცა, მეორეს მხრივ, მისი ფაქტორის გამო, შესაძლოა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიოს.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2020

„რადგან ბრძანა ბატონმა გიორგიმ და გაზაფხულის დალოდება გვირჩია - დაველოდოთ გაზაფხულს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.

ტატა შოშიაშვილი
23.02.2020

„ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ან სხვა ხერხის მოფიქრება. თუ დასავლელი პარტნიორები კატეგორიულები იქნებიან, შესაძლოა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დატოვებს საარჩევნო სისტემას ისე, როგორც არის, რადგან საარჩევნო კამპანიის დაწყებისას დათმობაზე წასვლა ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება არა კომპრომისად, არამედ მარცხად", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრაქტიკულად ჩაშლილ მოლაპარაკებას საარჩევნო რეფორმაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×