ია აბულაშვილი
19.02.2020

„ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზი-ციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ "ოცნება", არ ვიცი, შეიძ-ლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს" - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

„ამ შემთხვევაში, რაც მიუსაჯეს, ამ კაცმა სრულად მოიხადა და თუ თავიდან რაღაც ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს, მაშინ ესეც პოლიტიკური პატიმარი იქნება სხვა არაფერი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაჩენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, შესაძლოა გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ საპატიმროში შეაბრუნონ.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

ხელისუფლებამ კახი კალაძის ინიციატივის განხორციელება დაიწყო, პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მმართველ გუნდს პირველი „გირჩი" შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ფორმატში დაგეგმილია შეხვედრა სოციალ-დემოკრატებთანაც.

თამარ შუკვანი
19.02.2020

„კონკრეტული პირები უკვე არაფერს წყვეტენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. არ მგონია, რომ შოთაძე ვინმეზე უარესი ან უკეთესი იყოს. უბრალოდ თავად სისტემაა მანკიერი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის და ეს აფუჭებს ყველაფერს. ეს შოთაძე იქნება თუ ქიბროწაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს? კონკრეტულად შოთაძესთან არ მაქვს პრეტენზიები," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალური პრტოკურორის თანამდებობაზე.

თამარ შუკვანი
18.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებამ ოპოზიციური სპექტრის დაყოფა გამოიწვია. ხელისუფლების ახალი ინიციატივით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკება შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რამაც საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების ფორმატი პრაქტიკულად შეცვალა.

ია აბულაშვილი
18.02.2020

„მიდის ლუსტრაცია. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰყავს შემონახული ორი კაცი, მაგრამ ჯერ არ აჩენს, რომლებიც მასთან გარიგებული არიან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რასაც უკვე დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსი“.

ელზა პაპოშვილი
18.02.2020

ფემიციდის ნიშნით ჩადენილი კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული - სამტრედიაში საჯარო რეესტრის შენობაში განქორწინებაზე ხელის მოსაწერად მისულ ქალს ქმარმა ყელი გამოჭრა. ეს საშინელი დანაშაული კი ხალხმრავალ ადგილას ისე მოხდა, რომ მისი აღკვეთა ვერავინ შეძლო. ბოლო ერთ თვეში ეს ქალზე ქმრის ან ყოფილი ქმრის თავდასხმის უკვე მე-6 შემთხვევაა, საიდანაც 3 ფატალურად დასრულდა.

თამთა ჩაჩანიძე
18.02.2020

„ვფიქრობ, ეს უეჭველი იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება" ჩიხშია სესული და ის ადამიანი სჭირდება, რომელიც ყველა განკარგულებას და პარტიულ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია,პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებას.

თამთა ჩაჩანიძე
18.02.2020

„მე განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს. მერაბიშვილს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში ადაპტაციის პერიოდის გავლა დასჭირდება. ერთია შიგნიდან დანახული პროცესი და მეორე რა რეალობა დახვდება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას და მის შესაძლო გეგმებს.

თამარ შუკვანი
18.02.2020

„პატრიოტთა ალიანსი" მზად არის „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდეს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ „რეზონანსს" უთხრა, თბილისის მერის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, იღებს. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მხარეები შეთანხმებიან, არ აქვს.

ია აბულაშვილი
18.02.2020

„თანამდებობრივად იშვიათი შემთხვევაა და შეიძლება სიახლედ ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკაში. მარგველაშვილი ალბათ ცდილობს დადგეს დაპირისპირებებზე მაღლა და იპოვოს შეხების წერტილები, მაგრამ ერთია ნაბიჯის გადადგმა და მეორე საერთო ენის გამონახვა", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ექს-პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრას.

ია აბულაშვილი
18.02.2020

„ამ ვარიანტით მმართველ გუნდს შეუძლია დასავლეთს უთხრას - აი, რამდენი დავთმე 73-დან ავედი 110-მდე... საარჩევნო ბარეირის დაწევა „ოცნებას" აწყობს, რადგან ბარიერის დაწევის ან გაუქმების შემთხვევაში, „გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშლება, ვინც ნათელაშვილის ოფისში ზის, პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი უჩნდებათ", - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გეგმა „ბ"-ზე გადავიდეს და „დემოკრატია გაითამაშოს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×