თამთა ჩაჩანიძე
12.02.2020

„როდესაც ასეთ უმძიმეს დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ხელისუფლებამ ეს იცოდა, ამ ბრალის წაყენება თავის დროზე უნდა მომხდარიყო და ეს პროცესი „ფაჩიკოს გარმონივით" არ უნდა ყოფილიყო გაწელილი, ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას.

თამარ შუკვანი
12.02.2020

პრეზინდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართა. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა დიალოგის გასაახლებლად. თუმცა, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ამ საკითხს პესიმისტურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მონაწილეობა მხარეთა შორის დიალოგის აღდგენის მიზნით წარუმატებელი იქნება, რადგან ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს შორის დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს.

ია აბულაშვილი
12.02.2020

"მოლაპარაკების ჩაშლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინიციატივით მოხდა; ეს აშკარაა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია დაუმორჩილებლობაზე წავა" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობის რეჟიმზე გადადის.

თამარ შუკვანი
12.02.2020

გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია.

ელზა პაპოშვილი
11.02.2020

გიგი უგულავას დაჭერის შედეგ ახლა ოპოზიციაში იმაზე ფიქრობენ, ვინ იქნება შემდეგი. ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ციხის მოხდა კიდევ ბევრს მოუწევს და მიუხედავად ამისა, მაინც თავგანწირულად მიდიან. 

ია აბულაშვილი
11.02.2020

"ვფიქრობ, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას და დიალოგი განახლდება, რადგან წარმოუდგენელია პროცესი ჩიხში შევიდეს. თუმცა ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ერთიან პოზიციაზე, რადგან მათ განცხადებებეში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარკებას წყვეტს.

თამარ შუკვანი
11.02.2020

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას აანონსებს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მოაწყობენ მიტინგებსა და მსვლელობებს. დიდი აქცია 4 აპრილსაა დაგეგმილი. თუმცა ოპოზიციური სპექტრის მიერ დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების წარმომადგენლები პესიმისტურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს პერსპექტივა არ აქვს. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო ხელისუფლებისთან მოლაპარაკებების ჩაშლის ფაქტს კი წინასაწარ გათვლილ სვლას უწოდებენ.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი და რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის თანამშრომელი ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში თანამდებობის მისაღებად ემზადება. მას სურს, რომ აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი" გახდეს და ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატის, ასლან ბჟანიას პრესმდივანმა რუსულ „კომერსანტს" განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

„ქართული ოცნება" იმდენად უგუნურ ნაბიჯებს დგამს, არ გამოვრიცხავ, რომ გვარამიას მიმართაც იგივე განახორციელონ, რაც უგულავას მიმართ მოხდა და შესაძლოა ასევე სხვების მიმართაც," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა განახლებას.

თამარ შუკვანი
11.02.2020

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტს გამოეხმაურა; მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ქვეყანაში მართლმსაჯულება საბოლოოდ გააქრო, ახლა კი ყველა პოლიტიკური პარტია საპარლამენტო აჩევნებისთვის უნდა მოემზადოს იმისათვის, რათა „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშორონ.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

„ჩემი აზრით ეს მაინც არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, შინ თუ გარეთ ყველა ამას სწორედ ასე აღიქვამს და არა სხვაგვარად. ამიტომ როდესაც საქმე ოპოზიციის ლიდერებს ეხება, ყველა საქმე უნდა გადაიდოს და ეს საქმე სწრაფად უნდა დაამთავრო, ვიდრე მას პოლიტიკური შეფერილება არ მიეცემა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს.

თამარ შუკვანი
11.02.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტი არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია აქამდეც უნდა დასრულებულიყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×