თამარ შუკვანი
04.02.2020

საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სტრატეჯი გროუფთან“ ხელშეკრულება გაანახლა, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თავის მხრივ „ნაცმოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება, რასაც უკვე მმართველი პარტიისგან მოჰყვა კრიტიკა. როგორც ჩანს, ამ ორ პარტიას შორის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ნადვილი „ლობისტთა ომი“ იწყება.

ია აბულაშვილი
04.02.2020

„არ მგონია, ამ განცხადების შემდეგ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას რაიმე საფრთხე დაემუქროს. შეიძლება ეს მასთან წინაწარ იყო შეთანხმებული“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნების მსურველი ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ის მისი გენერალური პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2020

„თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო.

ელზა პაპოშვილი
04.02.2020

ეკე ბესელიას  და სოფო კილაძეს შორის დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. ბესელია კილაძეს სთხოვს, რომ  ბოდიში მოიხადოს იმ ბრალდებებზე, რომელიც მის მიმართ გააჟღერა, ან დადოს ფაქტები, რის საფუძველზეც მას ბრალს სდებს. მისი თქმით, კილაძემ გააკეთა ცილისმწამებლური და საშინელი განცხადება, ამიტომაც შემდეგ  ბესელიასგან რა რეგირებაც მოჰყვება, გამოჩნდება და ამას საზოგადოება დაინახავს. 

თამარ შუკვანი
04.02.2020

ყოფილი შს მინისტრი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი „მატროსოვის" ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. იგი 2013 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. გააგრძელებს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური აქტივობას და კერძოდ რომელ ოპოზიციურ პარტიასთან შეიძლება ვიხილოთ, ამაზე ოპოზიციონერ ლიდერებს ინფორმაცია არ აქვთ.

ია აბულაშვილი
04.02.2020

„ახალი ლიდერის შექმნა ვეღარ მოესწრება. ერთიანი ლიდერი თეორიაშიც არ ჩანს, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს არის. ამიტომ არსებული შემადგენლობით უნდა შეძლონ არჩევნებში წარმატების მიღწევას", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შანსებს მომავალ არჩევნებში.

ელზა პაპოშვილი
04.02.2020

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა - გვიან ღამით ბაღდათში გამოძახეებულ მეხანძრეებს საზარელუ სურათი დახვდათ.  ღია ცეცხლში შესულმა მაშველებმა 4 ბავშვი, მათი ორსული დედა და მეზობელი ქალი უკვე დამწვარი იპოვეს. გამოძახებიდან 2 წუთში მისულ მაშველებს ხის სახლი, ფაქტობრივად, ჩაფერფლილი დახვდათ.

ია აბულაშვილი
04.02.2020

„როდესაც კრიტიკული სიტუაცია იყო, მან პირველმა გადაუხვია რჩევებს და ქვების სროლის ტაქტიკაზე გადავიდა. რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, საკმაოდ გამოცდილი ადამიანია და შეუძლია საკუთარი აზრი თავად გამოთქვას", - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევას ბიძინა ივანიშვილისადმი.

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2020

„ამ ადამიანს ისეთი განსაკუთრებული თანამდებობა არ ეკავა, რომ პოლიტიკური მკვლელობის რაღაც ვერსიები არსებობდეს. ამიტომ ძირითადი ვერსია - ის, რომ შესაძლოა გაზით გაგუდულიყვნენ - საკმაოდ საფუძვლიანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლლის იგორ გალისა და მისი მეუღლის მოულოდნელ გარდაცვალებას.

თამარ შუკვანი
04.02.2020

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელი პარლამენტის სხდომა გადადონ, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსს" უთხრა, მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, სხდომა აუცილებლად ჩატარდება.

თამარ შუკვანი
03.02.2020

ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე ალაპარაკდა და 4 თებერვლიდან საპროტესტო აქციებს ანახლებს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის" მოწყობა იგეგმება, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თუკი აქციები კანონდარღვევის სახეს მიიღებს, ხელისუფლებას ამაზე პროპორციული და ადეკვატური პასუხი ექნება.

ია აბულაშვილი
03.02.2020

 "შეიძლება ოპოზიციისთვის საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს აშშ-ში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×