თამარ შუკვანი
29.01.2020

საფრანგეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი სრულიად უნდა გამორიცხავდეს ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისათვის „ევროკავშირთან ინტეგრაციის ან მასში გაწევრიანების ყველა პერსპექტივასა და ყველა მექანიზმს“, ხოლო პროგრამის ბიუჯეტის ნახევარი ამ ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ საუბარია ორ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 „აქტიურ პოლიტკურ სეზონში ვართ 1992 წლიდან და მანამდეც, ამიტომ გახარიას ფრაზაში განსაკუთრებულ იდუმალ შეტყობინებებს და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ფრაზაა, ერთგვარი ფსევდოწინასწარმეტყველები რომ არიან, მომხდარის შემდეგ, რომ იტყვიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ შესაძლო სამთავრობი ცვლილებებზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს.

თამარ შუკვანი
29.01.2020

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა გააკრიტიკა. მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილსა და „სეზამის ქუჩის" (ამერიკული სატელევიზიო შოუ) პერსონაჟ ოსკარ გრუჩის (Oscar The Grouch - „ბუზღუნა ოსკარი") შორის არსებობს რაღაც საერთო.

ია აბულაშვილი
29.01.2020

 „რა თქმა უნდა, თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტეტსი მოჰყვება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი", - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 ბათუმში ორ ჩინელ მეზღვაურს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ამის შესახებ „რეზონანსი" „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორს პაატა იმნაძეს ესაუბრა, მისი თქმით, ორივე მეზღვაური ჯანმრთელი აღმოჩნდა.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 „შესაძლოა რაღაც აქციები დაიწყოს, მაგრამ ეს მასშტაბური არ იქნება. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ იქნება ისეთი სიმძლავრის, რაც გავრილოვის ვიზიტისას მოხდა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ოკუპაციის შესახებ" კანონის გვერდის ავლით, მაისში თბილისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეკრების ფარგლებში რუსული დელეგაციის ვიზიტს.

ია აბულაშვილი
29.01.2020

 „ასეთ საკითხებს გუნდში განხილვა არ სიჭრდება და არც ყოფილა. სავარაუდოდ, საქართველოს დელეგაციას აშშ-ის კონგრესში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია გავრცელებულ ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ პრემიერ გიორგი გახარიასადმი მიწერილ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე პასუხის გასაცემად „ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეარჩია.

თამარ შუკვანი
29.01.2020

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველო მზადაა თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის კანონი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძისთვის მისაღებია. მისი განცხადებით, აუცილებელია მოალაპარაკების ახალი ფორმატი შეიქმნას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაალაგებს, თანაც დღეს უკვე „ბუტიაობის დრო არ არის."

თამარ შუკვანი
28.01.2020

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „მმართველ პარტიასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩაიშალა. მორიგი რაუნდი, რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა გამართულიყო, ჯერ დანიშნულიც არ არის და თუნდაც შედგეს, საეჭვოა რამე შეცვალოს. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას მოუწოდებენ, ხელისუფლება, თავის მხრივ, ამ ეტაპზე აშშ-სა და ზოგადად, დასავლეთში შერყეული იმიჯის გამოსწორებაზეა გადართული, ოპოზიცია კი მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში ერთიან სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას. 

ალექსანდრე კორტავა
28.01.2020

აფხაზეთში მალე ახალი გავლენიანი პოლიტიკური სახე გამოჩნდება - რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი და გავლენიანი თანაშემწის, ვიაჩესლავ სურკოვის „მარჯვენა ხელი“ ინალ არძინბა, რომელსაც აფხაზეთის პირველი დე ფაქტი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ბიძად ერგება. იგი წლების განმავლობაში კურირებდა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის სეპარატისტულ პროექტებს და ქართველ პოლიტიკოსებთან დაპირისპირების გამოცდილებაც აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2020

 „ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანია, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა გვინდა, ეს ხალხი რომ პირდაპირი ვიზიტით საქართველოს ხელისუფლებასთან ჩამოდიოდეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისინი აქ ევროპის ეგიდით ჩამოდიან და ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას , რომ მაისში ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია მიიღოს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2020

 „ეს პროექტი თვითონ რუსებსვე დააფიქრებს იმის თაობაზე, რომ გადმოკვეთონ თუ არა საოკუპაციო ხაზი და აქედან გაიტაცონ თუ არა ადამიანები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა,მისი და მისი მეგობრის მიერ შექმნილ ე.წ. „SOS ღილაკს", რომელიც, მისი თქმით, ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების გატაცებას შეამცირებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×