ელზა პაპოშვილი
27.01.2020

ზუგდიდში 65 წლის მამაკაცს 22 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ფაქტი, სავარაუდოდ, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გასული წლის მაისში მოხდა. თუმცა მამაკაცი მხოლოდ ახლა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა გაუპატიურების შემდეგ ორსულად დარჩა.

თამარ შუკვანი
27.01.2020

„სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დამარცხებით თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნო სვლას უწოდებს და ამბობს, რომ ჟორჟოლიანი მოკავშირეებს ეძებს ალიანსისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2020

 „მან „ნაციონალებთან" დაკავშირებული მთელი რიგი რთული საქმეები წინ წამოწია. ასე რომ, შესაძლოა „ოცნებას" პროკურატურის საქმიანობის სწორედ ამ მიმათულებით მოქმედების გაძლიერება სურს და ამითაა განპირობებული მისი შესაძლო დაბრუნებაც",- ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ამავე თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას.

თამარ შუკვანი
27.01.2020

ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის ფაქტს „ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შემთხვევას ადარებს და ამბობს, რომ კაცი, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პატიმრობაშია, ხოლო ის დეპუტატები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავისუფლად დადიან, რაზეც საპარალმენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ „პარალელთან დაკავშირებით არაფერს იტყვის".

თამარ შუკვანი
26.01.2020

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა, სადაც დღეს უკვე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული. კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი თემო ძოწენიძე „რეზონანსთან" საუბრისას ჰყვება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, საინფორმაციო საშუალებებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.

თამარ შუკვანი
26.01.2020

„პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში „ენდიაის" და „აირაის" საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ მხარდამჭერებთან ერთად აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სვლაა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის" და „აირაის" კვლევები მოსახლეობის განწყობას რეალურად ვერ ასახავს და ხშირად რადიკალურად აცდენილია, მისთვის მიუღებელია მათი საქმიანობის აკრძალვა.

თამარ შუკვანი
26.01.2020

საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი მიიღო; კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი უკვე მეშვიდე ამერიკელი კანონდმებელია, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. წერილში ძირითადი აქცენტი ჩავარდნილ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კეთდება.

თამარ შუკვანი
26.01.2020

ნატო ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება, რომელიც პოლონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და საქართველოს ტერიტორიებს მოიცავს. მასში 36 ათასი ამერიკელი ჯარისკაცთან ერთად 20 ათასამდე ნატოს სხვა წევრი და მოკავშირე ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნების სცენარის მიხედვით, 2028 წელს ევროპაში გლობალური სამხედრო კონფლიქტის დაწყებაა მოსალოდნელი. სპეციალისტთა შეფასებით, ეს თარიღი - 2028 წელი - შემთხვევით არაა შერჩეული.

ია აბულაშვილი
26.01.2020

 ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ენეგრეტიკული კოლაფისის წინაშეა. მოსახლოებას ელექტროენეგრია გრაფიკით მეწოდება, ამ დრომდე ელექტროენერგიის მიწოდება დღეში 2 საათით წყდებოდა, 27 იანვრიდან კი ელექტროენეგიის მიწოდება 4 საათით შეწყდება. დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეალურად დენის გათიშვა შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც მოხდეს და მოსახლეობას მოუწოდებენ ელექტროენერგია მაქსიმალურად მომჭირდენ მოიხმაონ.

ელზა პაპოშვილი
26.01.2020

რა არის დოდო გუგეშაშვილის შვილის ვაჟა გუგეშაშვილის მკვლელობის მოტივი და არის თუ არა დაკავებული ზაზა მურჯიკნელი პირი, რომელმაც მხოლოდ შეკვეთა შეასრულა? დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს, თუმცა 48 წლის ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და პირიქით, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ის გაოგნებულიც კი არის. გამოძიება კი მას რამდენიმე მუხლით ედავება. 

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2020

 ჩეჩნეთის ყოფილმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ტერიტორია დატოვა, ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს - ექსპერტი უსაფრთხოების სათხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან თავისი უკრაინელი მეგობრებისაგან მიიღო.

ელზა პაპოშვილი
25.01.2020

სისხლიანი გარჩევა მწყებსებს შორის - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 35 წალის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გარდაცვლილიც და მკვლელობაში ეჭვმიტანილიც მწყემსები არიან. მათივე ინფორმაციით, ნასვამმა მწყემსებმა ერთმანეთს სანადირო თოფიდან ესროლეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×