მალხაზ გაგუა
28.01.2020

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 50-წუთიანი სიტყვით გამოვიდა, სადაც მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არჩევნებზე.

ია აბულაშვილი
28.01.2020

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებლია იმაზე, თუ რა სისტემით იმართება არჩევნები და შეიცვლება თუ არა რაიმე", - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო - საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ ხმალაძე „თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისადმი.

ია აბულაშვილი
28.01.2020

„უფრო პიართან გვაქვს საქმე, რომ ოქრუაშვილს ჩაგრავენ და ავიწოვებენ, თორმე ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა ადვილია", - ასე ეხმაურება იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სტრასბურგში გაგზავნილი მისი სარჩელის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
28.01.2020

მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა. ამ გადაწყვეტილებას კი პანკისში შესაძლოა საპროტესტო აქციები მოჰყეს. ამის შესახებ „რეზონანსს" პანკისის ხეობის მკვიდრმა, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილი განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2020

 „მისი ძმის ფაქტორი ახლა გახდა ხმაურის საგანი, ამაზე დაახლოებით ერთი კვირაა საუბრობენ და ელჩად ერთ კვირაში ხომ არ ნიშნავენ?" - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან",თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებას.

თამარ შუკვანი
28.01.2020

27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი დიპლომატიური კულტურის არქონაში დაადანაშაულა.

ია აბულაშვილი
28.01.2020

„კვალიფიკაციას თავი რომ დავანებოთ, არგუმენტები არ აქვთ პასუხები რომ გასცენ და ისევ ტყილებით თუ აპირებენ მსოფლიო შემოიარონ, ამ ტყუილებს აღარვინ იჯერებს. უპერსპექტივოა ეს ყველაფერი", - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ოცნების" დელეგაციის აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ ვიზიტს.

ია აბულაშვილი
27.01.2020

„გაერთიანება უნდათ, პროექტი ყველა ერთის წინაამღდეგ მოსწონთ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმ პარტიის ლიდერს, რომელმაც სილა გააწნა „ოცნების“ ხელისუფლებას. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს დასალური ვექტორის პარტიებმა ერთმანეთი ძიძგნონ“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამათლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილის და უფრო კონკრეტულად „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
27.01.2020

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლოზე დღეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, „სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ალაპარაკდა. ჟორჟოლიანი პირველი არ არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ ღიად უპირისპირდება. მისი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები კი ამას წინასაარჩევნო სვლას უწოდებენ და ამბობენ, რომ ჟორჟოლიანი მოკავშირეებს ეძებს მომავალი ალიანსისთვის.

ია აბულაშვილი
27.01.2020

 „ოცნება" შიდა პარტიულ კვლევებს ყოველთვის ატარებს, მაგრამ ამ კვლევის შესახებ არ მსმენია. რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევის შედეგებზე.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2020

 აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომ ამერიკელ კონგრესმენთა კრიტიკური წერილები მათთვის საქართველო შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგია, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „სრულ აბსურდს, გაუგებრობასა და უმეცრებას" უწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სწორედ ელჩის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა. ამის შესახებ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მალხაზ გაგუა
27.01.2020

 ორშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელზეც სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. დღეს მოგვიანებით დაგეგმილია, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის გამოსვლა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×