თამარ შუკვანი
23.01.2020

ჩინეთში გავრცელებული კონორავისური უკვე გლობალურ სახე იძენს. ახალი სასიკვდილო განაჩენი ევროპისკენ მოიწევს და საქართველოში უკვე საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ. სპეციალისტები საგანგებო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ელზა პაპოშვილი
22.01.2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. 

ია აბულაშვილი
22.01.2020

 დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს უახლოეს ისტორიას, კერძოდ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება. თენგიზ სიგუა 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ დროებით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას; 1992 წლის 8 ნოემებრს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა; 1993 წლის 5 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2020

 „იმედია საქმე უკვე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებამდე არ მივა, თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც იგივე განაცხადა, ეს უკვე შესაძლოა სერიოზული გამოწვევა და შეშფოთების საგანი გახდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სენატორებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს „ქართული ოცნების" მიმართ

თამარ შუკვანი
22.01.2020

„შესაძლოა ქართული საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, ასე არაა," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგული მაღრაძე.

რეზონანსი
22.01.2020

ბოლო დღეებია ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დისკრედიტაციის მთავარ იარაღად იქცა ამერიკელი კონგრესმენის წერილი პრემიერ გახარიასადმი, სადაც ის, არც მეტი არც ნაკლები, სანქციებით იმუქრება და მთავრობას ადანაშაულებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების უარყოფაში. იქვე მარკუეინ მალინი, რომელიც ოკლაჰომას შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენია, ახსენებს მის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სწორედ სანქციებს გულისხმობს.

თამარ შუკვანი
22.01.2020

„ეს არის მისი (ივანიშვილის) ერთადერთი შანსი, რომ დაბრუნდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და ვითარება დაასტაბილუროს. რას იზამს, არ ვიცი, თვითონ გადაწყვიტოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე ბოლო დღეებში გავრცელებულ ხმებს.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2020

 პალამენტის მიმდებარე ტერიტორიას დედაქალაქის მერიამ რკინის ჯებირები შემოავლო, მიზეზი კი მიმდებარე ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციის დაწყებაა, ამის შესახებ საზოგადოებას მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განუცხადა.

რეზონანსი
21.01.2020

ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები პრაქტიკულად ოფიციალურად დადასტურებულია. თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის ამ ცვლილებების მასშტაბი და ზუსტი დრო. სამშაბათს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ ეს „სულ რამდენიმე თვეში“ მოხდება და ასევე გაირკვა, რომ მთავრობას დატოვებს „ქართული ოცნების“ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი.

ია აბულაშვილი
21.01.2020

„შეუძლებელია, ისეთი ობიექტური ორგანიზაციისგან, როგორიც ეუთო-ა, შეფასება გაკეთდეს, რომ „გერმანული მოდელის“ პრინციპზე დაფუძნებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე  ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
21.01.2020

უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - ოკუპანტებმა სოფელში რკინის ღობეები 20 იანვარს აღმართეს და 21 იანვარს მუშაობა კვლავ განაგრძეს. ადგილობრივი მოსახლეობა „რეზონანსთან“ ყვება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ერთი სახლი აღმოჩნდეს. მათი თქმით, ახალი მონიშვნის შედეგად 130 ჰექტარი მიწა ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს არის მოყოლილი. სოფლის მცხოვრებლებს საძოვრები აღარ აქვს და იძულებულები არიან, რომ პირუტყვი გაყიდონ. 

ია აბულაშვილი
21.01.2020

„ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ფრენები, არ არის ცნობილი და არც ოფიციალური წყაროებიდან მიგვიღია ინფორმაცია. მარტში მორიგ შეხვედრაზე პრაღაში, ალბათ, იქნება ამაზე საუბარი და შეიძლება, დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდეს“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×