თამარ შუკვანი 07.02.2020

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამერიკელი კონგრესმენებისა და ეუთო/ოდირის დასკვნას „ოპოზიციისთვის ცივი წყალი გადაასხად" მიიჩნევენ, თუმცა ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული განცხადებები ნათლად წარმოაჩენს მმართველი პოლიტიკური ძალის ნაკლოვანებებს. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ არის გაკეთებული.
|
თამარ შუკვანი 07.02.2020

„საპროტესტო აქციების დროს მასობირივ გამოსვლებს ადგილი არ ექნება, ეს აჩვენა კიდევაც თბილისმა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრია. ვფიქრობ, რეგიონებშიც იგივე შედეგი იქნება, რაც დედაქალაქში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ოპოზიციის განცხადებას, რომ საპროტესტო აქციები თბილისიდან რეგინებში გადაინაცვლებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.02.2020

„3 000-კაციანი სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების დონის არაა, ეს უბრალოდ სამხედრო მუსკულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ" -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში ვახტანგ მაისაია ონლაინ გამოცემა "კავკასკი უზელ"-ში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლში სამხედრო წვრთნები დაიწყო.
|
თამარ შუკვანი 06.02.2020

ანაკლიის განვითარების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ამ უწყების დაქვემდებარებაში გადავა, ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს და ყველა ტენდერი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ჩატარდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ „საადვოკატო დარბაზის" დამფუძვნებელმა და იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა „რეზონასთან" ისაუბრა.
|
თამარ შუკვანი 06.02.2020

ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა არ უნდა ხდებოდეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, „ქართულ ოცნებას" სურს მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, რასაც არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ დაუშვებს და გეგმავენ ერთიანი ძალებით, ნებისმიერი სისტემით დაამარცხონ ხელისუფლება.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.02.2020

მსოფლიო მედიაში უცნობ კორონავირუსთან დაკავშირებით, დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, იმის გამო, რომ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა არ არსებობს, ინფიცირებულთა გარდაცვალებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მსოფლიოში პანიკაც თანდათან იმატებს. ამჯერად, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე შემდეგი კვირიდან დაიწყება.
|
თამარ შუკვანი 05.02.2020

ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის" ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2020

„რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" პარტიების რეიტინგების შეფასებისას.
|
ია აბულაშვილი 05.02.2020

"ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია" - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2020

„ეს იყო პიკეტი, სიცხვილის კორიდორი და სირცხვილის კორიდორში კი იმ რაოდენობის ადამიანები არიან, რაც საკმარისი იყო, თუ მათ 200 ნაცის არ ეშინიათ, დილის 9 საათზე პარლამენტში რატომ მოვიდნენ?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 5 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციაზე „200 ნაციც არ იყო".
|
თამარ შუკვანი 05.02.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას პროგნოზირებს. მისი თქმით, სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს. როგორც კობახიძე ამბობს, ხელისუფლებამ შეიძლება 60%-იც კი აიღოს. ამ მოსაზრებას ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ის მასობრივი გაყალბების ერთგვარ დაანონსებას წარმოადგენს.
|
თამარ შუკვანი 05.02.2020

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს ერთ-ერთი შესასვლელის კარისთვის ბოქლომის დადება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პარლამენტს მაინც დააბოქლომებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|