ელზა პაპოშვილი 10.02.2020

ერთი და იგივე დანაშაულზე მეორედ მისჯილი პატიმრობა - გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 10.02.2020

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. უკვე ცნობილია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რამდენიმე თვის წინ განცხადება გააკეთა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიაში და ვისთან ერთად გააგრძელებს ის მოღვაწეობას. ჩნდება კითხვა - სად წავა მერაბიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში“?
|
თამარ შუკვანი 10.02.2020

რევოლუციური სცენარი და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა - ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. თუკი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება, მსგავსი პროცესები არჩევნების შემდეგ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.02.2020

რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციებს არ თმობს, პირიქით, ის მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, ამის გამო კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომავალიც ბუნდოვნია. როგორია ამ ერთგვარი „ინტეგრეციის ჩიხიდან" გამოსავალი...
|
თამარ შუკვანი 10.02.2020

საფრანგეთი უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალ ტალღას იწყებს. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მსურველი ქართველები მკაცრად გაკონტროლდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საფრანგეთშიც, რაც შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისა და შრომის ნებართვის აღების გამკაცრებას გულისხმობდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.02.2020

ჩინელმა ექიმმა, რომელმაც პირველად დეკემბრის ბოლოს მსოფლიო კორონავირუსის შესახებ გააფრთხილა და რომელსაც გაჩუმება მოსთხოვეს, ამავე ვირუსით პარასკევს გარდაიცვალა, ინფორმაცია საავადმყოფოს ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან ამერიკელ ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გაუმხილა.
|
ია აბულაშვილი 09.02.2020

„ხელისუფლებას, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, რჩება მხოლოდ ერთი რამ - მაქსიმალურად გამოიყენოს რეპრესიული მანქანა. ასე რომ, ირაკლი შოთაძე შემთხვევით არ ბრუნდება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“, - ასე ეხმიანება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალურ პროკურორად. შოთაძე საპროკურორო საბჭომ 17 კანდიდატიდან შეარჩია, პარლამენტმა კი უახლოეს დღეებში მისი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.
|
ია აბულაშვილი 09.02.2020

„მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
|
ტატა შოშიაშვილი 09.02.2020

„აქ არა მარტო რელიგიურ თავისუფლებაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურები არიან და მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას ნატო-ს ფარგლებში", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საქართელოს გაწევრიანებას „რელიგიის თავისუფლების ალიანსში".
|
ალექსანდრე კორტავა 09.02.2020
|
ელზა პაპოშვილი 09.02.2020

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ქორწილში მხიარულება სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. 6 მამაკაცი ქორწილში ურთიერთ შელაპარაკებისას დაჭრეს და 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
|
ტატა შოშიაშვილი 09.02.2020

„თუ სახელმწიფოსთვის მიუღებელია ესა თუ ის დიპლომატი, ის უნდა შეიცვალოს და სხვა გზა არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორიას გარშემო ატეხილ სკანდალს. კერძოდ, ლევან იზორია, თანამდებობის დატოვების შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩად უნდა დანიშნულიყო, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანული მხარე ამის წინააღმდეგია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|