თამთა ჩაჩანიძე
14.02.2020

„დასავლეთი დააკვირდება იმას თუ რა კუთხით წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, უშუალოდ არჩევნების პროცესი და შემდგომი პერიოდი და თუ იქ რაიმე სერიოზული გადაცდომები და დარღვევები გამოვლინდა, აი მაშინ უკვე დასავლეთი მიიღებს სხვა კონტრ ზომებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას.

ია აბულაშვილი
14.02.2020

"პოლიტიკურმა ძალებმა ქართული სინამდვილე აქციეს სანახაობად და ადგილი არ დატოვეს პოლიტიკისთვის. თუ ასე გააგრძელეს, საერთოდ დაკარგავენ ამომრჩეველს" - ასე ეხმაურება პიარტექნოლოგი ლელა ფირალიშვილი პოლიტიკური ძალების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას.

თამარ შუკვანი
14.02.2020

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში აუცილებლად გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება. შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტერიალს, სადაც რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს, საქართველო 14-15 მაისში უმასპინძლებს. თუმცა, ოპოზიცია ამ დღისათვის ქუჩაში მასობრივი გამოსვლით იმუქრება და ამბობს, რომ „გავრილოვის ღამე" მონაგონი იქნება."

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2020

„იგი მოსკოვისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა და მომავალში აფხაზეთის სეპარატისტული ხელსუფლების ლიდერი აუცილებლად გახდება, მაგრამ ჯერ ასაკი არ უწყობს ხელს და ალბათ და ამიტომ ამზადებენ პრემიერობისთვის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკისა და რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის თანამშრომლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს.

თამარ შუკვანი
14.02.2020

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს რუსეთის დელეგაცია ეწვევა, რასაც შესაძლოა ახალი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვეს და განმეორდეს იგივე, რაც გასული წლის ივნისში მოხდა. თბილისში დელეგაციის ჩამოსვლა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგორი კარასინმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია იქნება თუ არა მათ შორის თავად მინისტრი, სერგეი ლავროვი.

თამარ შუკვანი
13.02.2020

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სრული კრახია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი, ეს არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის წარუმატებლობას ნიშნავს.

ია აბულაშვილი
13.02.2020

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას.

თამთა ჩაჩანიძე
13.02.2020

„ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები, საარჩევნო წელს უგულავას და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაჭერებით ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მისამართით გადადგმულ ნაბიჯებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.02.2020

რუსულმა დელეგაციამ ბევრი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტისა, მაინც ჩამოვიდეს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, კრემლმა მთავარი საკითხი თავისთვის დაიტოვა და ვიზიტორთა ვინაობა მაინც არ გაამხილა.

თამარ შუკვანი
12.02.2020

ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილება ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. თავად მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს, რაც ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, თუმცა მეტ რეიტინგს ვერ შესძენს.

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2020

„ამ წუთში მოლაპარაკებას და დიალოგს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ამავდროულად საპროტესტო აქციებსაც ვაგრძელებთ, საერთაშორისო ზეწოლის იმედიც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წამოვა, ყოველ შემთხვევაში ეს წინადადება ისეთია, რომელიც ამ ეტაპზე პრობლემას მოხსნიდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ალიანსისვე ლიდერის ირმა ინაშვილის საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებულ ინიციატივას.

ია აბულაშვილი
12.02.2020

„ეს ჩემი იდეა იყო, ერთიანი კანდიდატი დაგვეყენებინა მაჟორიტარულ ოლქებში, ამას ვამბობ 2016 წლიდან. მაშინ მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს, რატომ მოვილაპარაკოთ კუკავასთან და 2%-იან პარტიებთანო. მაგრამ ცხოვრება მწარეა და როცა ცხვირი დაარტყეს, მიხვდნენ რომ ეს იდეა სწორი ყოფილა," - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ ჩიხურ სიტუაციას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×