თამარ შუკვანი
08.02.2020

ბოლო ორ თვეში აშშ-სგან მიღებული კრიტიკული წერილების სერიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტები დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ვაშინგტონში არასწორ ინფორმაცია აქვთ. თუმცა, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ში განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, „ქართული ოცნებისთვის" ვითარებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ არსებული სიტუაცია ოპოზიციის მიერ არის გაზვიადებული და რეალურ სურათს არ ასახავს.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში ახალი არაფერია. ჩინეთში, რა თქმა უნდა, კვლავ ზრდა არის, დღესაც 3500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არც ისე რადიკალურად", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი. ამაზე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია და პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის" ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი, საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას, რომ  „ნაცმოძრაობის" წევრებმა შესაძლოა პარტია სწორედ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის გამო დატოვეს.

თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან შემდგომ პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს კონსტიტუციაში ამ ცვლილებების შეტანას, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ასეთი აკრძალვა არ არსებობს.

ტატა შოშიაშვილი
08.02.2020

აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მიზეზი ისაა, რომ დეფაქტო პარლამენტში შექმნილმა საგანგებო კომისიამ იმ მოქალაქეთა სიაში, ვინც 2017 წელს ახალი ფახაზური „პასპორტები" მიიღო, ქართველი „მხედრიონელები" აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა „აფსნი.იაჰია" იუწყება.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა" და „გაერთიანებული ოპოიზიციის" გვერდით ან პარალელურად ახალი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, ან გაერთიანების შექმნას ფიქრობდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საქართველოში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნის შესახებ.

თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუკი ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადება თებერვლის ბოლომდე არ მიიღო, მოპალარაკებათა ფანჯარა დაიხურება, პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სასაცილოს უწოდებს. ის „რეზონანსთან" საუბრისას თალკვაძეს და „ქართულ ოცნებას" ურჩევს „გონს მოეგონ."

თამარ შუკვანი
07.02.2020

 მსახიობ ბესო ზანგურს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. იმის გამო, რომ ბინა კერძო იპოთეკართან აქვს ჩადებული, შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს. როგორც მსახიობმა „რეზონანსს“ განუცხადა, თანხა პროცენტულად კერძო პირისგან ისესხა.

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

„თუ მოხდა ისე, რომ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდა, რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ. ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ," - აცხადებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

„იმ მოცემულობით და იმ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, არა შეთხზული და არა გაურკვეველ წრეში ჩატარებული, არამედ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, მმართველ გუნდს ყველანაირი შანსი აქვს იმის, რომ უმრავლესობა მოიპოვოს."- ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" კვლავ უმრავლესობაში მოსვლის შანსებს.

ია აბულაშვილი
07.02.2020

„უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ სამომავალო გეგმებზე, მაგრამ რუსული ვექტორის პარტიებთან პროპორციული სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს არ ვაპირებ. მე ჩემს პრინციპს ვიცავ, ხალხიც ოპოზიციისგან პრინიპულობას ითხოვს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, ექსპერტთა მოსაზრებას, რომ არჩევნებში წარმატების მისახწევად ოპოზიციამ ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ტაქტიკაში, პირველ რიგში საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ლიდერი.

ია აბულაშვილი
07.02.2020

„ოპოზიცია ნამდვილად ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას პროპორციულ სისტემაზე გასვლის ლოზუნგით. ხალხის მოზიდვა შეიძლება მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დამაჯერებელი ლოზუნგებით. ამისთვის საჭიროა ქარიზმატული, დემაგოგი და პოპულისტი ლიდერი. ასეთი კი ჯერ არ ჩანს. ხელისუფლებას, თუ არჩევნების წინ ახალ პოლიტიკურ იდიოტიზმებს არ დაუშვებს, აქვს შანსი ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში," - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი პეტრე მამარაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებზე მომავალ არჩევნებში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×