თამარ შუკვანი
18.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ შესაძლოა საარჩევნო რეფორმაზია მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, „ევროპული საქართველო" არ დათანხმდება. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია დაყოს.

თამარ შუკვანი
18.02.2020

„ოპოზიციის მიზანია საარჩევნო სისტემის შეცვლა. რამდენად შეძლენებ ამის მიღწევას, სხვა თემაა. „სირცხვილის კორიდორების" მოწყობით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ასეთი საპროტესტო აქციებით საზოგადოების მობილიზებას ახდენენ. პრაქტიკულად ხდება მზადება არჩევნებისთვის. ოპოზიცია არის რადიკალური და ცდილობს თავის მომხრეების აქტიურობა გაზარდოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქცია.

თამარ შუკვანი
17.02.2020

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქართველ მოსახლეობაში მშობლიური ენა აქტიურად იდევნება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებს ჩამოართვა წამლები ქართული წარწერებით. ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2020

„ჩვენთან არსებული სიტუაცია ისედაც პოლარიზებულია და წინასაარჩევნოდ ამ პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა რუსეთისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ პრობლემას არ წარმოადგენს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ, გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშს, რომელშიც რუსეთის კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებიცაა განხილული, მათ შორის საუაბრია 2020 წლის არჩევნებზეც.

პროექტები
17.02.2020

 ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქი უხანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ამბავმა იმოქმედა როგორც ჩინელი, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების გულებზეც.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე „ქართული ოცნების" რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტი იყო, ამჯერად აქტიურ პოლიტიკაში უკვე მმართველი გუნდის ოპონენტად ბრუნდება - გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.

თამარ შუკვანი
17.02.2020

დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები არ წყდება, სადაც საუბარია სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფასა და დემოკრატიის კურსის შენარჩუნებაზე. ამას ემატება ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილების ახალი სერია.

ია აბულაშვილი
16.02.2020

„არაეთიკურად მიმაჩნია, წინასწარ ვისაუბრო ვინმეს პასუხისმგებლობაზე, რადგან ჯერ ყველაფრის ანალიზი უნდა გაკეთდეს. ერთმანეთზე გადაბრალების დრო არ არის, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე მოსაზრებას, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკრეტული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ნატა თვაური
16.02.2020

„პარლამენტის წევრს აქვს უფლება მოითხოვოს სიტყვა, მიიღოს კამათში მონაწილეობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია - ამაში არავის შეშლია არასდროს ხელი. მაგრამ პროტესტის გამოხატვას თავისი ნორმები აქვს. მთავარი ისაა, რომ არ დაირღვეს კონსტიტუციური ნორმა. ანტიკონსტიტუციური ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი“, - ასეთ განცხადებას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე, ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ პროტესტზე პარლამენტში.

თამთა ჩაჩანიძე
16.02.2020

„ნებისმიერი პროდუქტი უმრავლესობაში მსჯელობის საგანია. ჩვენ რა თემაზეც ვიმსჯელეთ და არგუმენტირებულად მივედით შეჯერებამდე, ესაა 100/50. დანარჩენი, თუ რაღაცა ახალი მოცემულება მოვიდა, ამაზე იქნება სამსჯელო“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ შემოთავაზებას, საპარლამენტო არჩევნების 135/15 სისტემით (135 პროპორციული წესით არჩეული და 15 მაჟორიტარი დეპუტატი) ჩატარების შესახებ. 

ნატა თვაური
16.02.2020

„ადამიანის უფლებაა აირჩიოს წავიდეს თუ არა არჩევნებზე. ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში კი ირღვევა ეს უფლება, რადგან აძალებ მას მივიდეს არჩევნებზე, რაც საქართველოში შედარებით გართულებულია, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ცხოვრობს თავისი რეგისტრაციის ადგილას და ეს ისევ მოქალაქეებს შეუქმნის სირთულეებს“, - ასეთი მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

თამარ შუკვანი
16.02.2020

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია მიუნხენში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას დიდი მნიშვნელობის დოკუმენტად მიიჩნევს. თანაც აღნიშნავს, რომ ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც ევროპული ქვეყნების გარკვეული ნაწილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა თუ ინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×