ელზა პაპოშვილი
23.02.2020

საქართველოს საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბებასთან ერთად, ბოლო დროს ერთი უსიამოვნო ტენდენცია შეიმჩნევა - ტურისტებისგან არანორმალურად დიდი თანხების გამოძალვა სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბარებსა და რესტორნებში და ყოფელ ასეთ შემთხვევას ყოფეთვის თან სდევს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მეტიც, გასულ კვირას გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას მოყვა.

ია აბულაშვილი
23.02.2020

„ინფორმაცია კი ჟონავს ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, მაგრამ მე პირადად არ მაინტერესებს რომელ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა ხელისუფლება, ან რას შეპირდა საარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, როგორც ქართვლი ხალხი გადააგდო, ისე გადააგდებს იმ პარტიებსაც, ვინც მათთან მოლაპარაკებას თანხმდება", - ასე ეხმაურება „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლების მზაობას ინდივიდუალური მოლაპარკებები გამართოს ოპოზიციურ პარტიებთან.

ელზა პაპოშვილი
22.02.2020

საჩხერეში, სოფელ ჭალაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის მოზარდი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას მამის მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობა 18 თებერვალს მოხდა,  ახლობლების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, სარდაფში დამალა. მათი აზრით, მას გვამის თავიდან მოცილება ჰქონდა გადაწყვეტილი და მის გადაგდებას მდინარეში აპირებდა.

თამარ შუკვანი
22.02.2020

„ბრეჟნევსა და ივანიშვილს შორის პირდაპირ თანაკვეთას ვერ ვპოულობ. როდესაც ახალგაზრდული ფრთა ასეთ კამპანიებს ატარებს, ძირითადად თანატოლებზეა ორიენტირებული. რამდენად ეფექტური შედარებაა და რას აძლევს ივანიშვილის ბრეჟნევთან შედარება ახალგაზრდა თაობას, ამის თქმაც საკმაოდ რთულია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია 22 თებერვალს „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს „ნუ დაემსგავსები ივანიშვილს და ბრეჟნევს."

თამარ შუკვანი
22.02.2020

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისთვის" ნეგატიურად აისახება. ანალიტიკოსი ხელისუფლებას რჩევას აძლევს - სიგარეტის გაძვირებამდე, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი ევროპულ სტანდარტს გაუტოლოს.

ია აბულაშვილი
22.02.2020

„ბოკერიას მზემ, ბოკერია იტყვის და ის დაალაგებს ამ სიას? ვინ მისცემს უფლებას ნათაღლითარი სია დაამტკიცოს. ვინ ვის დააყენებს, მაგასაც ვნახავთ. სირცხვილი და თავის მოჭრა, სადღაც-სადაღაც რომ დაცუნცულებენ და ვაჭრობენ. ჯერ არანაირი სია არ არის დამტკიცებული. ის კი არა, შეხვედრაზე მისულმა ორმა პარტიამ, სახელს არ დავასახელებ, საერთოდ არ იცოდა, თუ სია დგებოდა", - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია „გვარების დონეზეა მისული", თუ რომელი საერთო კანდიდატს დაააყენებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში.

თამარ შუკვანი
22.02.2020

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ. კონკრეტულად რას გულისხმობდა კულბაშვილი, ამაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელ ხასო ხანგოშვილს ინფორმაცია არ აქვს.

ტატა შოშიაშვილი
22.02.2020

„საქართელოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ხოლო იმ ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსის საშიშროება არსებობს, ჩამოსული ყველა პირის მდგომარეობას ვიკვლევთ, მათ შორის ირანიდან შემოსულებს უტარდებათ სკრინინგი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირანი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ირანის მთელს ტერიტორიაზეა გავრცელებული.

თამარ შუკვანი
22.02.2020

„ქართული ოცნებიდან" პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატის, სოფიო ქაცარავას დანიშვნა ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია, თუმცა, ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მანამდე მიიღო, სანამ ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.

ია აბულაშვილი
22.02.2020

„დიდი ხანია მე არც სააკაშვილის და არც მერაბიშვილის განცხადებები აღარ მაინტერესებს, რა კონტექსტში გააკეთებენ ისინი განცხადებებს ან რას იტყვიან", - ასე ეხმაურება ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ყოფელ პრემიერ ზურაბ ჟვანიას შესახებ, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის დღესვე გააკეთა ტელეკომპანია „მთავარის" გადაცემა "აქცენტებში".

ელზა პაპოშვილი
21.02.2020

რას ნიშნავს საქართველოზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური კიბერთავდასხმა და რა უნდა  მოიმოქმედოს ქვეყანამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ არ განმეორდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.  

ია აბულაშვილი
21.02.2020

"არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დარუნებამ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანოს ერთიანი ოპოზიციის კონფიგურაციაში ან პოზიციაში. დღეს მთავარი არის ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, რადგან ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცალცალკე მოელაპარაკოს პარტიებს, ეს არის კარგი მესიჯი ოპოზიციისთვის, რომ არ უნდა დაიშალოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×