თამარ შუკვანი
01.03.2020

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელისუფლების მიერ კონკრეტული შეთავაზებები უკვე გაკეთდა და ჯერი ოპიზიციაზეა. თანაც, ამ მოლაპარაკებებში დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორებს და მხარეთა შორის კონკურენცია მიდის იმაზე, მათ ვინ უფრო მეტად მოაწონებს თავს.

ელზა პაპოშვილი
01.03.2020

დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა უწევს, ამიტომაც რთულია, რომ ასე სწრაფად ყველაფერი გამართული იყოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსით დაინფიცირების რიცხვის მატებას ელიან, ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მზად იყვნენ და პანიკას არ აჰყვნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2020

მას შემდეგ,რაც თურქეთმა სირიელ მიგრანტებს საზღვარი გაუხსნა და  ევროკავშირის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი გადავიდა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა თურქეთთან საზღვრები ჩაკეტეს. უკვე მოხდა პირველი შეტაკებები ბულგარელ მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის. არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილია კონცენტრირებული, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცდილობენ გადასვლას. რამდენად შესაძლებელია, რომ მათი ნაწილი საქართველოსკენ დაიძრას და ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრების დაკეტვის გამო, დასავლეთ ევროპაში მოხვედრა საქართველოს გავლით სცადოს?

თამთა ჩაჩანიძე
29.02.2020

„დარწმუნებულები ვართ, რომ არავითარი სამთავრობო ცვლილება არ იქნება, არჩევნებზე გუნდი ასეთივე შემადგენლობით გავა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

თამარ შუკვანი
29.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარიან ეზუგბაია „ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ეზუგბაიას განცხადებით, საკარანტინო ზონაში მოთავსებულ პირებს შესაბამისი პირობები აქვთშექმნილი, ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით. ჭიაბერაშვილის განცხადებას კი სიცრუე უწოდა.

თამარ შუკვანი
29.02.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული მიმართვა თუ რეკომენდაცია მრევლისთვის არ აქვს. როგორც ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „რეზონანსს" უთხრა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და ამას „პარტიარქი გადაწყვეტს".

ტატა შოშიაშვილი
29.02.2020

უკრაინის საკითხის გამო მართლმადიდებელ სამყაროში დაწყებული კრიზისი ღრმავდება - ამანში გამართული შეკრების საპასუხოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე I ახლო მომავალში ყველა მართლმადიდებელი კელესიის ლიდერების საგანგებო შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „რია ნოვისტი" ავრცელებს საკუთასრ წყაროზწე დაყრდნობით. თეოლოგი ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია ამ შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს.

ელზა პაპოშვილი
28.02.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია.  ის, ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.  მეორე კი,  31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. 

ია აბულაშვილი
28.02.2020

 „თაკო შლის პროცესსო, რა უნდა დაშალო, რაც არ არსებობდა. ეს რა გაერთიანებაა, მითხარით? შედეგად რუსული ვექტორის რეაბილიტაცია რომ დადო და ბურჯანაძეს ევაჭრება კვოტებზე. ეს „ფსევდომაგიდა" დიდი ხანია არ მაინტერესებს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტ თამარ ჩორგოლეიშივლის განცხადებას, რომ „თაკო ჩარკვიანი პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატედ გამოცხადებით".

თამარ შუკვანი
28.02.2020

პაციენტისთვის კორონავირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა, როგორც ექიმ-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „რეზონანსს" უთხრა, ტესტირების ჩატარება „ინტერესის გულისთვის" არ ხდება, არამედ ამის საფუძველი უნდა არსებობდეს.

ია აბულაშვილი
28.02.2020

"გინდა დაიჯერეთ გინდა არა, დღეს საქართველოს ხელისუფლებას მართავს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გიგა ბოკერია. თუ არის რაღაც მოსაზრება, ივანიშვილი ჯერ ბოკერიას უთანხმებს. ახლა ცდილობენ, როგორმე ბოკერია დაითანხმონ, 110 იქნება თუ 120. ხუმრობენ მოკლედ, ბოკერია "ქართულ ოცნებაში" ქურდად ზისო," - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს " ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს.

თამარ შუკვანი
28.02.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა და დიდი ალბათობით მათი რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×