ელზა პაპოშვილი
29.03.2020

კორონავირუსი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს გამოწვევად არის ქცეული, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ეს პრობლემა პოლიტიკური დებატების და ქულების დაწერის კარგ თემად იქცა. როგორც  ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აღნიშნავენ, პოლიტიკური ქულების დასაწერად პოლიტიკოსები ემიგრანტების ჩამოყვანის თემას, სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს იყენებს.

ელზა პაპოშვილი
29.03.2020

 აპირებს თუ არა ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულისთვის საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 28 მარტს განაცხადა, რომ მომდევნო ერთი თვე კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით საკმაოდ კრიტიკული იქნება და განსაკუთრებული რისკები აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. მისცეს თუ არა ხელისუფლებას აღდგომისთვის კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია ექსპერტებმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდემიის შიდა გავრცელება დაიწყო და რამდენიმე პაციენტთან დაინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. 

ალექსანდრე კორტავა
29.03.2020

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად, ტრადიციული საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა დამოუწოდა, ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ტატა შოშიაშვილი
29.03.2020

„არც ერთი დაავადების შემთხვევის გამხელა არ უნდა იყოს საჯარო... არსებობს სპეციალური ეპიდემიოლოგიური სამსახურები, რომელიც გამოკითხავს დაინფიცირებულ ადამიანს და კრებს ღრმა ანამნეზს, რის შემდეგაც იმ ადამიანს, ვინც საფრთხის ქვეშაა, თავად ურეკავენ და აგებინებენ ამ ინფორმაციას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, რომ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა კონკრეტული პირადი ინფორმაცია ოფიციალურად გასაჯაროვდეს.

ია აბულაშვილი
29.03.2020

„რა თქმა უნდა ვემხრობი ლოზუნგს, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ ამ ტიპის საჯარო განცხადებების არ მჯერა. თანაც ამ მძიმე ვითარებაში პოლიტიკური პოპულიზმის დრო არ არის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მთავრობისადმი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე და ხელისუფლების უარს.

ტატა შოშიაშვილი
29.03.2020

ჩინელმა მეცნიერებმა კოვიდ-19-ის კვლევისას ვირუსის ახალი თვისებები აღმოაჩინეს. დადგინდა, რამდენი ხნის განმავლობაში ძლებს ვირუსი „უვნებლად" და რა ტემპერატურის შემთხვევაში ქრება უკვალოდ და იღუპება. კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

თამარ შუკვანი
29.03.2020

აშშ-ში ნავთობის ფასი და მასზე მოთხოვნა იმ დონემდე დაეცა, რომ ზოგიერთი კომპანია მზად არის მყიდველს ფული იქით გადაუხადოს, ოღონდ ეს ნავთობი მათი საცავიდან გაიტანონ. ამის შესახებ „ბლუმბერგი" წერს.

თამარ შუკვანი
28.03.2020

აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსუს საფრთხის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გადმოვიდა. ხუთშაბათს კორონავირუსის ნიშნებით ერთი ოჯახის ორი წევრი გადმოიყვანეს ზუგდიდში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე საგანგაშო ვითარება გალის რაიონშია, რადგანაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოური ორგანიზაციების ნაჩუქარი კორონავირუსისგან თავდაცვის საშუაებები წაართვა და სოხუმში გადაიტანა - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

ტატა შოშიაშვილი
28.03.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული. რუსეთის ხელისუფლებაში ამას ოფიციალურად უარყოფენ, თუმცა ბოლო დღეებში რუსულ მედისას და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები არა მხოლოდ ასეთი ვარაუდის საფუძველს, არამედ კონკრეტული მარშრუტის დადგენის საშუალებასაც კი იძლევა, თუ როგორ მიაღწია სახიფათო ვირუსმა ქვეყნის პირველ პირამდე. ყველაფერი კი 13 მარტს მოსკოვში გამართული ელიტარული წვეულებიდან დაიწყო.

თამთა ჩაჩანიძე
28.03.2020

რუსეთში მოქმედი უმსხვილესი ქართული სათვისტომო - „ფედერალური ქართული ნაციონალ-კულტურული ავტონომია" - საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. მათი ცნობით, განსაკუთრებით საჩქაროა იმ ქართველების დახმარება, ვინც, რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევისთვის, ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, იზოლატორებში მოხვდა.

თამარ შუკვანი
28.03.2020

ქართველ ინფექციონისტთა შეფასებით, ცოვიდ-19-ით ინფიცირებული მოქალაქეებიდან სტაციონარულ მკურნალობას ყველა არ საჭიროებს. შესაბამისად, სტაციონარშიკორონავირუსის მქონე პაციენტების მხოლოდ ნაწილი მოხვდება, მეორე ნაწილი კი - კარანტინში. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რის მიხედვით აკეთებენ არჩევანს ქართველი ექიმები.

თამარ შუკვანი
27.03.2020

„ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 მარტს ზუგდიდში ჩატარებული აქციის გამო თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან, „ევროპული საქართველოს" წევრებისაგან კრიტიკა დაიმსახურა, რაც ანალიტიკოს ზაალ ანაჯაფარიძის თქმით, მოჩვენებითია და რეალურად, ეს ორი ოპოზიციური პარტია ერთმანეთის მოკავშირეები არიან. რაც შეეხება უშუალოდ „ნაცმოძრაობის" მიერ პირბადეების დარიგების ფაქტს, ეს წინასაწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×