ელზა პაპოშვილი
05.04.2020

საქართველოში არსებული მძიმე ფემიციდის ფონი, უფლებადამცველების თქმით, საგანგებო მდგომარეობის  და კომენდატის საათის გამოცახდების შემდეგ კიდევ უფრო საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ პოტენციურად მოძალადე  მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ფიზიკურმა, სქსუალურმა და ფსიქოლოგიურმა  ძალადობის  სტატისტიკამ  ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოიმატა.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2020

„კორონავირუსისგან გამოწვეული დილემა თუ იმდენად რთული აღმოჩნდა,რომ სწავლების მაგივრად გაცილებით უფრო მძიმე საკითხები გვექნება გადასაწყვეტი, შესაძლოა მაშინ გამოცხადდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესხებ, რომ მთვრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, „თუმცა, ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას".

თამარ შუკვანი
05.04.2020

ახალი კორონავირუსი ეპიდემიის გამო, საფრანგეთში 6 ათასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19" საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა. გაერო სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს გაათავისუფლონ რისკის ჯგუფში შემავალი პატიმრები. საუბარია 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრებზე. აპირებს თუ არა საქართველო ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას?

თამარ შუკვანი
04.04.2020

ახალი კორონავირუსი საშიში გახდა მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. მათ შორის ვირუსი საშიშია სპორტსმენებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვისაც. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
04.04.2020

კორონავირუსით გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს სავარაუდოდ ორშაბათს დაკრძალავენ. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში (კაპანახჩში) ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებული უმბათ ტუკანოვი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოფელში არავითარი პანიკა არ არის, მოსახლეობას კარგად ესმის შექმნილი ვითარების მთელი სერიოზულობა და გარდაცლილის ოჯახიცა და სოფელიც მთავრობისა და სპეციალისტების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

თამარ შუკვანი
04.04.2020

საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 5 კვირის თავზე, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართველი ინფექციონისტების შეფასებით ახლო მომავალში მოსალოდნელია როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაცრად და ეფექტურად მოხდება კოვიდ-19 ვირუსის შიდა გავრცელების კონტროლი.

თამთა ჩაჩანიძე
03.04.2020

მიმდინარე პანდემიის ფონზე ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერი მედია განსაკუთრებით აქტიურად ეკლესიას უტევენ. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, ეს უფრო არა საკუთრივ ეკლესიაზეა დარტყმა, არამედ ეკლესიის გზით ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებენ იერიშს.

ია აბულაშვილი
03.04.2020

 "ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვერ ასცდებოდა, რადგან კორონავირუსთან ბრძოლის ქვეშ პოლიტიკური ძალების მხრიდან უკვე ჩანს პიარ ნაბიჯები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში შექმნილ ვთიარებას.

ელზა პაპოშვილი
03.04.2020

საქართველოში კორნავირუსის გავრცელების პიკურ სტადიას აპრილის შუა რიცხვებიდან ელიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში  დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 50-მდე შემთხვევა დაფიქსიდა ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ამაზე მეტი კი უკვე კრიზისს  შექმნის. 

ია აბულაშვილი
03.04.2020

"ლაბორატორია წლების მანძილზე არ იყო გახსნილი, შეიძლება რუსეთიდან ჰქონდათ მითითება და იმის შიშით, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ, ამ ლაბორატორიას არ ხსნიდნენ. ნაცები ხომ მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტიპუტინისტები, საქმით კი მორჩილად უსრულებდნენ რუსებს ყველა დავალებას" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პეტრე მამარაძე ლაბორატორიასთან დაკავშირებულ კამათს.

თამარ შუკვანი
03.04.2020

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე მძიმდება და უკვე კატასტოფულ ზღვარს უახლოვდება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ 73-ს მიაღწია. სულ დაინფიცირებულია 736 ადამიანი, 7 - გარდაიცვალა.

თამარ შუკვანი
03.04.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების გამო, მომზადდება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკები. მათი მზაობის შესამოწმებლად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×