თამარ შუკვანი
18.04.2020

კორონავირუსთან საბრძოლველად რუსებმა აფხაზეთში ჯარის ნაწილების გადასროლა დაიწყეს. ამის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში ვრცელდებოდა, რაც აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროს" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, როლანდ ჯოჯუამ დაადასტურა.

თამარ შუკვანი
18.04.2020

ხელისუფლების მიერ ბოლოს გატარებული შეზღუდვები, რომელიც მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, იმისთვის იყო მიღებული, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლი ეკლესიებში არ მისულიყო - ამის შესახებ „რეზონანსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

თამარ შუკვანი
17.04.2020

„საგანგებო ვითარების დასრულებამდე მოსალოდნელი არ არის, რომ დავიწყებთ ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომელიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ისევ დაიწყოს მუშაობა. სამაგიეროდ ამ პერიოდს აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი," - ამის შესახებ 17 აპრილს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
17.04.2020

საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის  პირობებში ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება საერთოდ აკრძალა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუ კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელება სწრაფად მოხდება, საყოფელთაო კატანტინიც გამოცხადდეს და საერთოდ ქუჩაში ფეხით გადაადგილებაც კი შეზღუდოს, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
17.04.2020

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებული არ არის  საპატრიაქროს და ეკლესიას გადაწყვეტილებები უთანხმოს. მისი თქმით, ეს ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. წითელ ხაზებს არც ეკლესიამ და არც სახელმწიფომ არ უნდა გადააბიჯოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე  საპატრიარქოს არ უნდა შეატოვონ და ეს პრობლემა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ. ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეკლესიას  საარჩევნოდ სჭირდება და მასთან ღია კონფლიქტი არ სურს. 

თამარ შუკვანი
17.04.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების უფრო მეტად გამკაცრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა მიაჩნია, რომ საზოგადოების გაფრთხილება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად მთავრობას მოსახლეობისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი არ უნდა მიეცა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მაღაზიებთან დიდი რიგი შეიქმნა, რამაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

თამარ შუკვანი
17.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისში კოვიდ-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავს, ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირია. მისივე თქმით, ამ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.

თამარ შუკვანი
16.04.2020

ახალი კორნავირუსის გავრცელების კუთხით, მედიკოსთა ნაწილის თქმით, საქართველო უკვე პიკურ ფაზაში შედის და რაც მეტი ინფიცირებული ემატება, მით უფრო აქტუალური ხდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელისუფლების მხრიდან ზომების შესაძლო გამკაცრება, რაც საყოველთაო კარანტინის ამოქმედებას გულისხმობს. ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და მოერიდონ გარეთ გასვლას.

ელზა პაპოშვილი
16.04.2020

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსა  და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიკეტება და ლიტურგია მცირე ცვლილებებით მაინც  ჩატარდება, სასულიერო პირებს შორის მიღებულ გადაწყვეტილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ბათუმის და ფოთის მიტროპოლიტებმა მეუფე დიმიტრმა და მეუფე გრიგოლმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლოცავა  მრევლთან ერთად დილის 7 საათზე აღევლინოს. ღამის ლიტურგიას კი მხოლოდ სასულიერო პირები ჩაატარებენ. 

ელზა პაპოშვილი
16.04.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული - ნათქვამია საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, რომელიც სუს-მა პარლამენტს  წარუდგინა. დოკუმენტში განხილულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული საპასუხო ზომები.

თამთა ჩაჩანიძე
16.04.2020

კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება - შეთანხმება 15 აპრილს საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შედგა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მიიჩნევენ, რომ კრიზისულ პერიოდში ადამიანების მასობრივი შეკრება ინფექციის გავრცელების დიდი რისკია.

ელზა პაპოშვილი
15.04.2020

მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა. ამასთან პატარა ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები, მრევლი დადგება გარეთ, უსაფრთხოების წესებს კი პოლიცია დაიცავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×