თამარ შუკვანი
28.04.2020

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დღეიდან, 28 აპრილიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2020

„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს პანდემია მოუღებს ბოლოს თუ შიმშილი, ამან შეიძლება სერიოზული მღელვარება და იმ დადებითი შედეგების იგნორირება გამოიწვიოს, რაც პანდემიასთან ბრძოლაში გვქონდა აქამდე," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტს.

თამარ შუკვანი
28.04.2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და სულ ჯამში, 511 კოვიდინფიცირებულია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბფირინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის.

ელზა პაპოშვილი
27.04.2020

 არ არის გამორიცხული, რომ თუ კი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, არსებული შეზღუდვები არა თუ მოიხსნას, არამედ პირიქით, უკან  დაბრუნება და გამკაცრება მოგვიწიოს. ზუსტად ამ საფრთხეებზე საუბრობენ „რეზონანსთან“ სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ, რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი არ გვაქვს და არ ვიცით სტატისტიკა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დავდებული რამდენი ადამიანი გვყავს. 

თამარ შუკვანი
27.04.2020

„საქართველოში ქალაქების ჩაკეტვით მოხდა ურბანისტული კლასტერების ლოკალიზება. ამ გადანაწილებამ მოახდინა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. ზოგიერთ ქვეყანას მართვის სადავეები გაექცა.

ელზა პაპოშვილი
27.04.2020

მიუხედავად პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებისა, რომ 27 აპრილიდან ყველა აგრარული ბაზარი ჯანდაცვის  სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით უნდა გახსნილიყო, ნაწილი მათგანი მაინც ვერ  გაიხსნა. ზოგი  გაიხსნა, თუმცა, ისევ დაიხურა, რადგანაც სურსათის უვნებლობის  ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ბაზრის  შემოწმების შემდეგ ნორმების დარღვევები გამოვლინდა  და მისი ისევ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2020

ინფექციონისტების გათვლებით საქართველოში ამჯერად კოვიდ-19-ის პანდემიის პიკური პერიოდია, რომლიც დაახლოებით ორ კვირას გასტანს - ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა როდენობა 500-ის ფარგლებში მერყეობს, გარდცვლილთა როდენობა კი 6-ია, რაც მსოფლიოს რიგი ქვეყნებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებია.

თამარ შუკვანი
26.04.2020

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება აღდგომის დღეებში რეკომენდაციების დაუცველობას უკავშირდება. მეუფე სტეფანემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დაინფიცირება არა ეკლესიაში ლიტურგიის ჩატარებას, არამედ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მეზობლების ერთმანეთში მიმოსვლამ გამოიწვია.

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2020

„ის ექიმები, ვინც უცხოეთში ცხოვრობენ, ისინი თავიანთ ქვეყანაში ადამიანებს იქაური პროტოკოლებით მკურნალობენ. ქართველ მეცნიერებს თუ მათთან კონსულტაცია დასჭირდებათ და თუ მათი აზრი იმდენად წონადი იქნება, რომ ჩათვლიან, რომ უნდა დაუკავშირდნენ, ამას უჩვენოდ გააკეთებენ. ჟურნალისტების შუამავლობა აქ საჭირო არაა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. 

ელზა პაპოშვილი
26.04.2020

რა ეტაპზე ვართ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და რა შედეგი მოგვცა ერთი თვით ქვეყნის ჩაკეტვამ  და გამკაცრებულმა ზომებმა? რას ეყრდნობა ქვეყნის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც პარასკევს პრემიერმა გახარიამ წარმოადგინა. სპეციალისტები „რეზონანსთან“ საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა მოქალაქეებისათვის თავისი გადაწყვეტილების მიზეზების ახსნა. 

თამარ შუკვანი
26.04.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 95 წლის ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.

თამარ შუკვანი
26.04.2020

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის მინისტრთა კაბინეტში თავად უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს. ამას ადგილობრივი მედია წერს „უკრაინის მინსტრთა კაბინეტის შესახებ" კანონზე დაყრდნობით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×