ელზა პაპოშვილი
14.06.2020

ემზადება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადებისთვის და ვინ მოიგებს დროის გადაწევით? ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა კორონავირუსი საკუთარი პოლიტიკური ინსტერესებისთვის გამოიყენოს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნების გადატანამ შესაძლოა თავად მმართველი პარტია დააზარალოს.

ტატა შოშიაშვილი
14.06.2020

„ყველაგან, სადაც საზღვრები ჩაიკეტა, აღინიშნება ეკონომიკური სტაგნაცია და პრობლემები. ეს დემონსტრაცია ბუნებრივი პროცესია და ვერ ვხედავ მასში პოლიტიკურ საბაბს. ხალხს აქვს მოლოდინი, თუ გაიხსნება რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე, ამით მათი ბიზნესი ხელხლა ამუშავდება", - ასე ფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში 13 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზე კორონავირუსის ეპიდემიის გამო რუსეთთან ჩაკეტილი საზღვრის გახსნას ითხოვდნენ.

ელზა პაპოშვილი
14.06.2020

გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია თბილისში, ქავთარაძეზე და დაკვებული ევროვნებით ჩეჩენი ვინმე ახმედი, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ნარკოტიკების შენახვა-შეძენას ედავება - ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დაკავებას გარკვეული კითხვები და ეჭვები უკვე მოჰყვა. პირველ რიგში ამ კითხვებს პანკსიელები სვამენ, სადაც დაკავებული ახმედი უხუცეს ხასო ხანგოშვილის შვილთან გებიშ ხანგოშვიილთან სტუმრად იმყოფებოდა. 

ია აბულაშვილი
14.06.2020

„ტრამპის ეს განცხადება უფრო შიდა პოლიტიკისთვის არის გაკეთებული, რადაგნ ამერიკის საზაოგადოებაშიც ეს განწყობა, რომ არ ჩაერიოს სხვისი ქვეყნის კონფლიქტებში, პოპულარულია. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მალე მოხდება. მისიები კვლავ გაგრძელდება“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ამერიკა სხვა ქვეყნების კონფლიქტების მოგვარებაში აღარ ჩაერევა.

თამთა ჩაჩანიძე
14.06.2020

„2020 წლის არჩევნებზე ეს განცხადებები ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად არ აისახება, რეალურ ვითარებას არ შეცვლის. თუ მოსახლეობას რეალური ცვლილება სურს ისინი ხმას  „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მისცემენ“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ გაკეთებულ განცხადებებს. 

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2020

„რეალისტიური რაცაა, ესაა კოორდინაცია-კონსოლიდაცია თბილისში და კონკურენცია რეგიონებში და ჯამურად, მრავალი ფლანგიდან ოპოზიციას ხელისუფლების დამარცხების შანსი ექნება," - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

ტატა შოშიაშვილი
13.06.2020

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უხდის მადლობას საქართველოს ხელისუფლებას - ასეთი რამ არ მომხდარა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ცნობილი ჯაშუშთა სკანდალის გამო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთის მხრივ, რბილი ძალის გამოყენების კლასიკური შემთხვევაა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მესიჯი, რომელიც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვში მზად არიან თბილისთან საკვანძო საკითხებზე კონსულტაციის დასაწყებად.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ისეთი პაციანტების რაოდენობა, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, ორ დღეში გაორმაგდა. ხუთშაბათს ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 5 იყო, შაბათს კი - უკვე 10. ინფექციონისტთა და ეპიდემიოლოგთა ნაწილი ამის ფონზე სულ უფრო აქტიურად საუბრობს უკვე გაუქებული შეზღუდვების ხელახლა შემოღების აუცილებლობაზე.

თამთა ჩაჩანიძე
13.06.2020

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს განცხადება იმიტომ არ გაკეთებულა, რომ შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩაშლილი იყოს და ეს გამოიყენოს საბაბად", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

ელზა პაპოშვილი
12.06.2020

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როგორი იქნება პარტიის სიის ათეული ან ოცეული. როგორც ჩანს თავად პარტიაშიც გარკვეული გაუგებრობაა და სიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდეება. სავარაუდოდ, სიას პრემიერი გიორგი გახარია და კახა კალაძე წერენ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის  თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი იღებს. 

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2020

„ვერ ვიტყვი რომ ეს გამოსვლა იდეალური იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინა მინსტრების გამოსვლებს ბევრად სჯობდა, ეს აშკარად პროგრესი იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას მინისტრის საათის ფორმატში.

ელზა პაპოშვილი
12.06.2020

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული წესები  კიდევ უფრო მკაცრდება. პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×