თიკო ოსმანოვა
28.08.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო. ბოლო ერთი თვეა, გავლენის სფეროების გასანაწილებლად "კანონიერი ქურდები" ხმაურიან შეკრებებს მმართავენ. ერთ-ერთი ასეთი შეკრება კი 24 აგვისტოს გუდაუთაში გაიმართა, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა. დაჭრილია რამდენიმე "ქურდი".

გვანცა ღვედაშვილი
28.08.2017

 "დიაგნოზი დასმულია, ეს არის ერთი რუხი მასა და სახელებს და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ წარსადგენ კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვე დარჩა, საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცნობია, რა ცვლილებებს გეგმავს მმართველი ძალა თბილისის საკრებულოში და რა ბედი ელით საკრებულოში შემავალ უმრავლესობის წევრებს.

თიკო ოსმანოვა
28.08.2017

 "ასეთი მიდგომა ჩვენი ევროპელი პარტიონერებისადმი არის ძალიან ცუდი. ორივე მხარე ბრძანებს, რომ არ არიან დამნაშავეები და ეს კომისია, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაში არბიტრი, წარმოაჩინეს როგორც ნაწილაკი და მოექცნენ როგორც ლაწირაკს, რაც მომავალში იქნება ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

ია აბულაშვილი
28.08.2017

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისათვის წარსადგენი კანდიდატები უკვე შეარჩია. საქართველოს მთავრობას მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარედგინა. ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა აიღო - 4.82, თამარ ალანიამ - 4.45, ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი 3.75 ქულა მიიღეს.

ნინო ქეთელაური
28.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკების ჩაშლა აზარალებს არა რომელიმე მხარეს, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას - ასე აფასებენ პოლიტოლოგები შექმნილ ვითარებას.

თიკო ოსმანოვა
26.08.2017

 "ახალი სისხლი" მმართველი პარტიის კანდიდატთა სიაში - ბოლო საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, "ქართული ოცნება" ამ ადგილობრივ არჩევნებზეც ძირითადად ახალი სახეებით აპირებს წარდგენას. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში მოქმედი მერი ხელმეორედ აღარ იყრის კენჭს.

ნინო ქეთელაური
26.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს. მათი მხრიდან ეს არის პასუხი ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრთაaნ დიალოგის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს.

ია აბულაშვილი
26.08.2017

 24 ნოემბერს ბრიუსელში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები. როგორც უკრიანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაველ კლიმკინი აცხადებს, იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ და მოლდოველ კოლეგებს, რომლებთანაც ერთად უკვე განიხილა მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.  

თიკო ოსმანოვა
26.08.2017

 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემაც გამოუცხადა. იგი ვარკეთილში მივიდა და ხელმოწერების შეგროვების პროცესში თავადაც ჩაერთო. იურისტები ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ასეთმა მხარდაჭერამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელისაშვილის რეიტინგზე.

ნინო ქეთელაური
26.08.2017

 "დარწმუნეული ვარ, ხელისუფლება არ არის იმაზე წამსვლელი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ის უბრალოდ ცდილობს, პინგ-პონგის რეჟიმში გადაიყვანოს პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში თქვას, ვერ შევთანხმდითო", - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს.

ნინო ქეთელაური
25.08.2017

 ბორჯომი, ატენი, წყალტუბო, ჟინვალი, თიანეთი, ლაგოდეხი, წეროვანი, ანდაქის ხეობა, ფშავი, მესტია, ბოდბიხევი, პანკისი, მთაწმინდა, გლდანი, ვარკეთილი, - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხანძარია. უსაფრთხოების ექსპერტები "რეზონანსთან" საუბრისას დივერსიაზე მიანიშნებენ და შესაძლო ავტორსაც ასახელებენ.

თიკო ოსმანოვა
25.08.2017

 რუსეთმა ბელორუსიასა და საქართველოში მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო. პოლიტოლოგთა შეფასებით, ჩრდილოელი მეზობელი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×