თიკო ოსმანოვა
01.09.2017

 "რადგან ვერსია და ალბათობა არსებობს, რომ შესაძლოა, ეს ხანძრები ხელოვნურად იყოს გაჩენილი, ამიტომ ჯობია, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოძიებაში თავიდანვე ჩაერთონ.

ეკატერინე ბასილაია
01.09.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ორშაბათს, 4 სექტემბერს იწყება და, სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის ქართული სკოლების შემდეგ, მშობლიურ ენაზე სწავლება ახალგორში დარჩენილ 8 ქართულ სკოლაშიც ეკრძალებათ ქართველ მოსწავლეებს.

მალხაზ გაგუა
01.09.2017

 "თუ საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქს ან დემირელის სკოლის სხვა რომელიმე თანამშრომელს თურქეთს გადასცემს, მათ სწორედ ასეთი ბედი ემუქრებათ და ეს საქართველოს რეპუტაციას მძიმე ტვირთად დააწვება", - აცხადებს "რეზონანსთან" სატელეფონო ინტერვიუში რებეკა ჰარმსი, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამჟამად ევროპარლამენტში "მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

თიკო ოსმანოვა
01.09.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრო გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს - 30-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი ბორჯომის ტყეში მუშაობას უკვე შეუდგა. შემდეგი ტერიტორია აბასთუმანია, სადაც ჯერ ხანძრის ლოკალიზებას ელოდებიან.

ეკატერინე ბასილაია
31.08.2017

 თურქეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი სკოლები საქართველოში იხურება - თებერვალში იყო შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, ახლა დემირელის კოლეჯი. ორივე მათგანი საქართველოში წარმატებულ სკოლებად იყო მიჩნეული, თუმცა რატომღაც ავტორიზაცია ორივეს გააუქმდა, განათლების სამინისტროს მტკიცებით - "სერიოზული დარღვევების" გამო. თუმცა ეს მიზეზი არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს, რადგანაც ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან ეს ორივე სკოლა მიუღებლად იყო გამოცხადებული და მიიჩნევა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ სწორედ მეზობელი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა ამ სკოლებისთვის განაჩენი გამოეტანა.

ეკატერინე ბასილაია
31.08.2017

 "სამწუხაროა არა მხოლოდ ის, რომ ეს პოლიტიკური ფონია ისეთი, რომელიც ლახავს ქვეყნის რეპუტაციასა და სუვერენიტეტს, არამედ ისიც, რომ ამასობაში ვკარგავთ კარგ სკოლებს..." - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია.

თიკო ოსმანოვა
31.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა, დიდი ალბათობით, აღარ შედგება. ახლა ოპოზიცია სტრასბურგში გადასაგზავნ წერილზე მუშაობს. იმას, რასაც ხელისუფლება ულტიმატუმს უწოდებს, ოპოზიცია სამართლიანი საარჩევნო სისტემის საკითხს ეძახის. კომპრომისზე წასვლას არც ერთი არ აპირებს და ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული.

ია აბულაშვილი
31.08.2017

 "კონსენსუსი რომ ვერ მოხდებოდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო, იმიტომ, რომ მთავარი ოპოზიციისთვის დღეს არის მაჟორიტარული სისტმა. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ დათმობს," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
31.08.2017

 "თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება, სხვა ფაქტორები იყოს," - ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

ნინო ქეთელაური
31.08.2017

 "თვით ფაქტი, რომ ძალიან მოწყვლადი გავხდით თურქეთის სურვილებისთვის, ჩემში ხიფათის შეგრძნებას იწვევს," - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებას.

თეო გუდავაძე
31.08.2017

 რკინიგზელთა პროტესტი 16 დღეა, გრძელდება, უკმაყოფილო თანამშრომლები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. მთავრობა პრინციპულად არ ერევა კონფლიქტში, რკინიგზელები კი, ფაქტობრივად, უმოქმედოდ უყურებენ განვითარებულ მოვლენებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე 2 ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში. მოშიმშილეების ნაწილი უკიდურესი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. მშრალი შიმშილობის პირობებში ორგანიზმი მხოლოდ 3-5 დღე ძლებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×