ეკატერინე ბასილაია 11.09.2017
ვინ იყო უკრაინაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა"? "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ის სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მათ შორის იყო რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების აგენტი.
|
ეკატერინე ბასილაია 09.09.2017
21 ოქტომბრის არჩევნების მარათონის ფინალში მეტ-ნაკლებად რეიტინგული პარტიების მხრიდან დიდ წინასაარჩევნო აქციებსაც უნდა ველოდოთ, სადაც, როგორც წესი, მხარდამჭერების გენერალური მობილიზაცია ხდება იმის საჩვენებლად, რომ პარტიის უკან დიდი ელექტორატი დგას.
|
ნინო ქეთელაური 09.09.2017
"სააკაშვილი მარტივ მდგომარეობში ნამდვილად არ არის. იმიტომ, რომ თუ ერთ ადგილას გაჩერდება და პოლიტიკურ წინააღმდეგობას შეწყვეტს, ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა, მისი ფასი დავარდება. ეს მისთვის შესაძლოა, ძალიან სახიფათოც კი აღმოჩნდეს, იმაზე უარესი, ვიდრე ციხეში მოხვედრაა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ჩასვლას.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.09.2017
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საქართველოში 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიისას რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის ორი - ფიზიკური დაპირისპირება, ორი - ზეწოლა-მუქარა, ერთი - სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.09.2017
"რადგან სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ძირითადად მამაკაცები ჰყავთ წარმოდგენილი, ამ კონკურენციაში არ გვინდა, ჩვენი კანდიდატები დაგვეჩაგრონ. ამიტომ ვცდილობთ, ისეთი მამაკაცები შევარჩიოთ, რომლებსაც მოგების უფრო მეტი შანსი ექნებათ", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მენტალობისა, პარტიას მეტი უნდა ემუშავა, რათა რეგიონებში მოღვაწე ქალები მეტად წარმოეჩინა.
|
ნინო ქეთელაური 08.09.2017
 რა მოხდება 10 სექტემბერს, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუდება, მთელ მსოფლიოში ინტერესით აკვირდებიან. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი კიევში ვიზიტს ევროდეპუტატებთან ერთად გეგმავს, სადაც მას მომხრეებთან ერთად ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოც დახვდება.
|
ეკატერინე ბასილაია 08.09.2017
არჩევნებამდე მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ საარჩევნო კამპანიაში წინა პლანზე ისევ ორი პარტია ჩანს - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა, წინა წლის საარჩევნო მარათონისგან განსხვავებით, "ნაციონალებიდან" საინფორმაციოების ლიდერი თუ ისევ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რჩება, "ოცნების" მთავარი ფიგურა, ექსპრემიერი ივანიშვილი ამ მარათონში არსად გამოჩენილა.
|
ეკატერინე ბასილაია 08.09.2017
"არ გამოვრიცხავ იმას, რომ ლარის ეს ვარდნა შეგნებულად ხდება, ვინაიდან ასეთი მმართველობისთვის ყველაზე საშიში საშუალო ფენაა, ამ არასტაბილური კურსით კი საშუალი ფენა ნადგურდება. ყველა არადემოკრატიულ ხელისუფლებას აწყობს, ქვეყანაში იყვნენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები, იმიტომ, რომ საჭირო დროს ძალიან მდიდრები მარტივად შეძლებენ, მოისყიდონ ძალიან ღარიბები, იყიდონ მათი ხმები," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.09.2017
ოკუპირებული ახალგორის სკოლებში 1-4 კლასის ჩათვლით ქართველ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე ჩაუტარდებათ, მე-3 კლასიდან კი ქართული ლიტერატურა უცხო ენის სტატუსტით ჩატარდება და კვირაში მხოლოდ 3 საათი ექნება დათმობილი. ამასთან, რუსულენოვანი სწავლება განხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით.
|
ეკატერინე ბასილაია 07.09.2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა აგვისტოს შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ საკმაოდ შთამბეჭდავად, 4,5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულებებით მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" ლიდერობს და მის დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც გულუხვი, 5-ნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან.
|
თიკო ოსმანოვა 07.09.2017
ჩაშლილი მოალაპარაკებების, ოპოზიციის მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციას, მესამე მოსმენით ეყრება კენჭი. ქვეყნის უზენაესი კანონი ერთპარტიულ კონსტიტუციად უკვე შეფასდა. შესაბამისად ოპოზიცია საჩივლელად დასავლეთში ბუკიკიოსთან წერილს აგზავნის, პოლიტოლოგთა ნაწილი კი "ოცნებას" სააკაშვილის მთავრობის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.
|
თიკო ოსმანოვა 07.09.2017
"ასეთი კონსტიტუციით ევროპაში კი არა, სადაც ვართ, იქიდან არ გაგვაგდონ. ბუკიკიოს და მის კოლეგებთან ასეთი დამოკიდებულებით საქართველო ევროკავშირისკენ ნაბიჯებს ვერ გადადგამს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.
|
|