გვანცა ღვედაშვილი 23.09.2017
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის თბილისის საკრებულოში მოხვედრის კანდიდატებს შორის მხოლოდ 16 მოქმედი საკრებულოს წევრი დაასახელა. ცნობისათვის, ამჟამად მმართველ პარტიას დედაქალაქის საკრებულოში 39 წარმომადგენელი ჰყავს და ეს იმას ნიშნავს, რომ 23 მათგანი საკრებულოს დაემშვიდობება.
|
ეკატერინე ბასილაია 23.09.2017
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა უკვე ცნობილია. თუმცა, პირველად ის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" გახდა ხელმისაწვდომი და გუშინვე, საღამოს 8 საათზე პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უაღრესად დადებითად და წინ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული.
|
გვანცა წულაია 23.09.2017
ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიან თითქმის ნახევარი წელი გავიდა. 18 სექტემბრის მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს 86 500-მა მოქალაქემ ისარგებმა, თუმცა მათგან 236 საზღვარზე არ შეუშვეს და უკან გამოაბრუნეს.
|
ნინო ქეთელაური 23.09.2017
"ოპოზიციის ძირითადი მინუსი არის სისუსტე და დაბალი რეიტინგი. მათ მოსახლეობაში არ აქვს საყდენი, რის გამოც ვერც ხელისუფლებაზე ახდენენ ზეწოლას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 22.09.2017
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ევროპარლამენტში საკუთარი ინტერესების დამცველი წარმოადგინა. ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ევროპარლამენტის ექს-დეპუტატი ჯულიეტო კიეზა შეასრულებს. თუმცა კონფლიქტოლოგები აცხადებენ, რომ ის ვერ იქნება ოფიციალური წარმომადგენელი, რადგან არაღიარებული ქვეყნის კანდიდატი ევროპარლამენტის წევრი ვერ გახდება.
|
ეკატერინე ბასილაია 22.09.2017
საქართველოში ლაზები იდევნებიან, - ეს პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს და უფრო მეტიც, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ღიად სდებს ბრალს, რომ მან ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს ერთიანობის მტერ თურქეთის მოქალაქეს და ეს მაშინ, როდესაც 17 ლაზი, რომლებსაც საქართველო უყვართ, უარით გამოისტუმრა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.09.2017
"უკვე ციხეში ჩასმული ლაზი, საქართველოზე შეყვარებული ასე არ უნდა გაწირონ და იარლიყები არ უნდა მიაკერონ. ეს იყო ნათქვამი. ეს არის სამარცხვინო ქმედება," - აცხადებს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.09.2017
სატელევიზიო შოუ "ნიჭიერში" ჟიურის წევრებს შორის სტეფანე მღებრიშვილის გამოჩენამ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ერთმანეთი ტელეწამყვანებმაც დაადანაშულეს. მსახიობმა და "ნიჭიერის" ყოფილმა წამყვანმა რუსკა მაყაშვილმა, რომელიც ახლა უკვე "იმედის" ეთერში შოუს ჟიურის წევრია, დაწერა, რომ "რუსთავი 2"-მა არხის მთავარი გადაცემები თავისი სურვილით დახურა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნიკა გვარამიამ სიცრუე უწოდეს.
|
ნინო ქეთელაური 22.09.2017
"იმის ილუზია, რომ მაჟორიტარების დატოვებით გაიხანგრძილვებენ ძლაუფლებას, მე ვფიქრობ, რეალობის უკუპროპორციულია. ასეთი ტიპის ქმედებები ძალაუფლებას კი არ ახანგრძლივებს, პირიქით ხანმოკლეს ხდის და ფაქტობრივად აჩენს რისკებს, რომ "ოცნება" პოლიტიკური რუკიდან საერთოდ გაქრეს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 21.09.2017
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დასაცავად ისრაელის ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს - ამის მიზეზი სომხეთის მიერ რუსეთისგან მძლავრი დამრტყმელი სარაკეტო სისტემა "ისკანდერის" შეძენა გახდა.
|
ნინო ქეთელაური 21.09.2017
"თუ დარტყმები ნავთობსადენზე განხორციელდა, ეს აუცილებლად გადაიზრდება ან ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, ან განხორციელდება საპასუხო სარაკეტო იერიშები, მაგრამ არა მგონია, ამ ეტაპზე საქმე აქამდე მივიდეს", - ასე აფასებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შექმნილ ვითარებას ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.09.2017
ბოლო პერიოდში მსოფლიოსთვის კიდევ ერთ გამოწვევას ხანძრები წარმოადგენს. 2017 წელი ამ მხრივ "ცხელი" არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი სხვა ქვეყნისთვისაც იყო. აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გლობალური კლიმატური ცვლილებები სახელდება, თუმცა, ამავდროულად, დიდია მოსახლეობის მიერ დაუდევრობით გამოწვეული ხანძრების რაოდენობაც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|