ეკატერინე ბასილაია
07.10.2017

 "მაშინ ვამბობდით, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიციაა, 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილება ამაზე არ არის. ახლა ვამბობთ, რომ ახალი ინიციატივები (2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება და 2024 წლიდან ბინუსების გაუქმება) - ეს გუნდის პოზიციაა. ჩვენ შევძელით ის, რაც ვერც ერთმა ხელისუფებამ ვერ შეძლო - შიდაკომპრომისული ვარანტით 2024 წელს გარანტირებულად გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე და ასევე გავაუქმებთ ბონუსებს," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ნინო ქეთელაური
07.10.2017

 "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზად არის, მონაწილეობა მხოლოდ საერთო დებატში მიიღოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
07.10.2017

 ბიზნესმენი საკრებულოს წევრები, რომლებსაც მონაცემები დეკლარაციაში დამალული აქვთ და 1 ლარად გაჩუქებული მიწები, მათ შორის 28 შემთხვევაში საპატრიარქოზე - ეს არის ის პრობლემები, რაც დღეს მოქმედ მე-5 მოწვევის საკრებულოშია.

გვანცა ღვედაშვილი
07.10.2017

 "ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო, ხელისუფლებას ამ პროცესში გაეჩინა პარტნიორები და კონსტიტუცია საერთო სახალხო დოკუმენტი გამხდარიყო. რაც უნდა ძლიერი იყოს დღეს ერთი პარტია, თუ ხელების გადაგრეხით მიიღებს კონსტიტუციას, ის ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი. მას დღეს ექნება ფორმალური სამართლებრივი ლეგიტიმაცია, თუმცა ვერ მიიღებს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს რევიზია იმ კონსტიტუციისა, რომელიც დღეს მივიღეთ", - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა კონსტიტუციის მიღების პროცესი "რეზონანსთან" საუბრისას.

ნინო ქეთელაური
07.10.2017

 მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა და საცობები - თბილისის მერობის კანდიდატები დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარების პირობას დებენ და საკუთარი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას მისი გადაჭრის გზებს სთავაზობენ.

თიკო ოსმანოვა
07.10.2017

 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 2 კვირა დარჩა და საარჩევნო კამპანია თანდათან პიკს აღწევს. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყველა ნაბიჯს, განცხადებასა და სარეკლამო რგოლს, შესაძლოა, არჩევნების საბოლოო შედეგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ეკატერინე ბასილაია
06.10.2017

 კონსტიტუციის ირგვლივ 10-თვიანი ვნებათაღელვა თავისი ლანძღვა-ბრალდებებით ჯერ ისევ არ დასრულებულა. დარჩენილია ბოლო ეპიზოდი - პრეზიდენტის ვეტო, რომლის შინაარსი ამდენთვიან ომში აუცილებლად კიდევ ერთი კრიტიკა-უკმაყოფილების ტალღას ააგორებს.

ეკატერინე ბასილაია
06.10.2017

 "თალაკვაძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას, ჩვენ თავად გადავსინჯავთ ამ ორ მუხლს. ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია თავის პოზიციას დაიცავს და ბონუსის სისტემას გააუქმებს. ასევე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა თავისი პოზიცია უნდა დაიცვას და ვეტოში გარდა მმართველი პარტიის 2 შენიშვნისა, სხვა შენიშვნები უნდა ჰქონდეს. თან, 2024 წელი 7 წლის შემდეგაა და დარწმუნებული ხართ, რომ იმ დროისთვის პოლიტიკური კონფიგურაცია არ შეიცვლება?!" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თიკო ოსმანოვა
06.10.2017

 "15-20-კაციანი პარტიებისთვის შეურაცხმყოფელიც არის, რომ თქვან, ვიღაც მარტოხელა უპარტიო ბიჭმა მაჯობაო. პირადი ბოღმის ფაქტორი იმუშავებს. გარდა ამისა, ოპოზიციის არც ერთ ლიდერს მყარი ელექტორატი არ ჰყავს. ამიტომ ელისაშვილის მომხრეები მას ხმას პირველსავე ტურში მისცემენ. "ნაციონალებმა" რომ მოუწოდონ ელისაშვილს მიეცით ხმაო, მაინც არ მისცემენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ნინო ქეთელაური
05.10.2017

თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გარემოს დაცვას ასახელებენ. როგორც გასული წლის კვლევებმა აჩვენა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით თბილისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

თიკო ოსმანოვა
05.10.2017

 "კონსტიტიციას ხელს ირაკლი კობახიძე მოაწერს თუ გიორგი მარგველაშვილი, მთელი პროცესი აქ დასრულდება. ჩემი აზრით, ეს არ გახლავთ ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას გარკვეულ მუხტს მისცემს, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი.

ეკატერინე ბასილაია
05.10.2017

 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და სირიას შორის ურთიერთობა უფრო და უფრო აქტიურდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში, აგვისტოში ჯერ აფხაზი "მინისტრები" ჩავიდნენ დამასკოში და ახლა უკვე სირიის ოფიციალური წარმომადგენლები ეწვივნენ სოხუმს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×