ია აბულაშვილი
11.10.2017

 "მოგვადგა კარზე არჩევნები და ტელევიზიებმაც ათობით "საიმედოდ" დავიწყებული პოლიტიკოსი გაგვახსენა. ჩეკისტებისა არ იყოს, ეტყობა, არც ყოფილი პოლიტიკოსები არსებობენ. თანაც რა ენთუზიაზმით, რა შემართებით და რაც მთავარია, რა დაპირებებით. უსმენ თითოეულ მათგანს და ის აზრიც კი მოგდის, რომ ფანტაზიაში მოიკოჭლა 2012-ში "ქართულმა ოცნებამ"; ვინღა წვრილმანდება დღეს განახევრებულ ტარიფებსა და გამქრალ შიმშილობაზე, ნარმანიას ხელში გატანჯულ თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ(!) ქალაქად ქცევას უპირებენ. ამერიკულ ესტაკადებს, ათი ათასობით სამუშაო ადგილს, ჩინოვნიკების პრემიების ხელა პენსიებს, მათივე დანამატების ხელა უმწეოთა დახმარებებსა და მოჭრილ-გადამხმარი ხეების ადგილას ახალ "ორთაჭალის ბაღებს" გვპირდებიან. სახალისოც კი იქნებოდა ეს ყველაფერი, მამაპაპურ ურთიერთ ლანძღვა-გინების გარეშე რომ ხდებოდეს," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
10.10.2017

 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სირიის საპარლამეტო დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. აღნიშნული ქმედება საქართველომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, ხოლო ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია, რომ სირიის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ნინი საყვარელიძე
10.10.2017

 თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი პროექტების  შექმნა იგეგმება. სწორედ ასეთია "ქართული ოცნების" გეგმა განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის ხედვის ფარგლებში. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის თქმით, ქალაქის ნებისმიერი უბანი იქნება სიცოცხლით სავსე, მათ შორის მუხიანიც, სადაც დიდი სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

ნინო ქეთელაური
10.10.2017

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ ნატოს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობას გმობს. ამის შესახებ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

თამარ მუკბანიანი
10.10.2017

 ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ზრდა-განვითარებისთვის საკვები არ ჰყოფნის, ამიტომ ისინი ხშირად ავადმყოფობენ, არ გააჩნიათ მდგრადი იმუნიტეტი, ვერ ვითარდებიან ფიზიკურად. თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა მზა პროდუქტით იკვებებიან და ამიტომ მათი ორგანიზმი მუდმივად მოტყუებულია. როცა არასრულფასოვან საკვებს იღებს მოზარდი, ნაყრდება მისი კუჭი და ამ დროს შია მის ღვიძლს, თირკმლებს, ძვლებს, სისხლძარღვებს, სხვა ორგანოებს და, რაც მთავარია, ტვინს.

ეკატერინე ბასილაია
10.10.2017

 ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე და პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების რეიტინგები ისევ ერთ-ერთი საყურადღებო თემა ხდება, მთავარი კი თბილისის მერობისთვის ბრძოლის შანსებია.

თიკო ოსმანოვა
10.10.2017

 "რუსეთი პრაგმატულია და თუ რეზოლუცია სიტყვიერის გარდა სხვა საფრთხის მომტანი არ არის - "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - ნათქვამია. მაგრამ დროთა განმავლობაში ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვანი ხდება. სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე იზრდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

გვანცა ღვედაშვილი
09.10.2017

 საქართველოს ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ოპონენტი “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ერთმანეთს ივანიშვილის და “ოცნების” “წისქვილზე წყალს დასხმაში” ადანაშაულებენ. აღნიშნულ სცენარს გაცვეთილს უწოდებენ პოლიტოლოგები და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი იმდენად ნათელია, კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. 

თიკო ოსმანოვა
09.10.2017

 ბათუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი - გასული წლის არჩევნების მსგავსად, ექსპერტები ამ რეგიონებში მცირე ლოკალურ დაპირისპირებებს წელსაც ელოდებიან. მათი თქმით, ამის ნიშნები უკვე სახეზეა, თუმცა თანხმდებიან, რომ ეს იქნება მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება.

ნინო ქეთელაური
09.10.2017

 შემწეობების გაზრდა, უმუშევრობის შემცირება, ჯანდაცვის პროგრამების გაუმჯობესება, უფასო სასადილოების მოწესრიგება - ეს იმის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თბილისის მერობის კანდიდატები სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად გვპირდებიან.

თიკო ოსმანოვა
09.10.2017

 რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის ნაცვლად ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. აბაშიძის თქმით, ის რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.

ნინო ქეთელაური
09.10.2017

 "კალაძე ცდილობს, რომ მასმედია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში, ის კრიტიკულ კითხვებზე ღიზიანდება. შესაბამისად, გადაცემის სასურველი ფორმატის შექმნა მის ინტერსს წარმოადგენს", - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×