ეკატერინე ბასილაია 21.10.2017
დღეს, 21 ოქტომბერს, 64 საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება - ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე შეწყდება, პირველადი შედეგებიც ეგზიტპოლების სახით ამ დროს გამოქვეყნდება და, ქართული არჩევნების ერთგვარი ტრადიციისამებრ, შედეგებზე პირველი სპეკულაციაც ამ დროიდან დაიწყება.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.10.2017
"მთავარი, რაც არ შეცვლილა, ის არის, რომ მმართველ და ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის დიდი ფინანსური სხვაობაა, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, მოსახლეობაში მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნები არაფერს შეცვლის, ხოლო დაპირისპირებას იმ რეგიონებში ელოდება, სადაც უკვე მოხდა გარკვეული ექსცესები.
|
მარი ჩიტაია 21.10.2017
ოკუპირებულ რეგიონებში ღორის ჭირი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა აკრძალა კიდეც ცხინვალიდან თავის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანა. უცნობია, აფხაზეთთან მიმართებით მიიღო თუ არა ზომები რუსეთის ფიტო-ვეტერინარიულმა სამსახურმა. გალელების თქმით, აფრიკული ჭირის გამო პირუტყვი დაეხოცათ ისე, რომ დაავადებასთან გამკლავების საშუალება არ ჰქონდათ. ცხადია, საეჭვო ხორცი საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოდის.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.10.2017
"დიდი სიფრთხილეა საჭირო. მარნეულში საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სახიფათო მიმართულებით არ უნდა წავიდეს. თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში არჩევნების დღეს მუდმივად არის დაძაბულობა. ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არჩევნებისას, მის შემდგომაც ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოს ამ რეგიონში, რათა შემდგომ ქვეყნის სტაბილურობას არ შეექმნას პრობლემა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან" არჩევნების დღეს შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 21.10.2017
ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე მსჯელობდნენ, საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგები ზეგავლენაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, გამოიწვია იმან, რომ უვადო გამწესებაზე წარდგენილი მოსამართლეების ნაწილს არაკეთილსინდისიერი უწოდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.10.2017
"დაძაბულობა შესაძლოა, დაფიქსირებული იყოს თბილისის რამდენიმე უბანზე, ასევე სამეგროლოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში", - ამ პროგნოზს, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ინტრევიუში აკეთებს.
|
ნინი საყვარელიძე 20.10.2017
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ისნის რაიონის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს. მისი თქმით, ერთია, იცოდე, რა აწუხებს მოსახლეობას და მეორეა - გქონდეს რეალური შესაძლებლობა პრობლემების დაძლევისა. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ამის შესაძლებლობა მისცა.
|
ეკატერინე ბასილაია 20.10.2017
შენგენის ზონაში მგზავრობის წესები, შესაძლოა, გამკაცრდეს. გამკაცრება შეეხებათ უვიზო მიმოსვლის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს და ახალი რეგულაციები ძალაში, სავარაუდოდ, 2020 წელს შევა.
|
ნინო ქეთელაური 20.10.2017
არჩევნების მოახლოებასთან ერთად "პლაკატების ომი" აზარტულ ფაზაში გადავიდა. პარტიები ერთმანეთს საკუთარი სააგიტაციო მასალების ჩამოხევასა და განადგურებაში ადანაშაულებენ, რაც, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება.
|
ია აბულაშვილი 20.10.2017
"კალაძე ახალი ტიპის ლიდერია - პოლიტიკის სპორტსმენი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა თასის მოპოვება. მისთვის დღეს ერთ-ერთი ასეთი თასი ქალაქ თბილისის მერობაა. იმ შემთხვევაში, თუ ის ქალაქის მერად აირჩიეს, დარჩება პოლიტიკის სპორტსმენად და მისი შემდგომი თასი უნდა ვეძებოთ პრემიერ-მინისტრის სავარძელში," - განაცხადა პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტმა კახაბერ ჯაყელმა, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 20.10.2017
"ერთადერთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რაც ხდება, თბილისის მერის არჩევნებია - სხვა ყველაფერი არის არაფრის მთქმელი და მომცემი არჩევნები. ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში არც არასოდეს ნიშნავდა რამეს. ერთადერთია თბილისის მერი, რომელიც სახალხო ლეგიტიმაციით სარგებლობს, ის, ფაქტობრივად, მეორე ადამიანია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სწორედ მანდ არის ინტრიგა. სუსტი, მაგრამ თეორიული შანსი არსებობს, რომ რაღაც საინტერესო პროცესი მივიღოთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ნინო ქეთელაური 20.10.2017
"ცხადია, "ნაცმოძრაობა" და მისი განაყოფი შეეცდებიან, სადღაც გამართონ პროტესტი, დაძაბონ ვითარება, მაგრამ არჩევნებზე რაიმე სერიოზულ ექსცესებს არ ველოდებით," - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
|