ნინო ქეთელაური
24.10.2017

 "როგორც გამოჩნდა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აქვს მთლიანად პარტიულ პოლიტიკას, მათ შორის მმართველ ძალას. შესაბამისად, ახალი პოლიტიკური ძალის საჭიროება ჩნდება, რომელიც სამომავლოდ შეიძლება სწორედ კალაძეს დაუკავშირდეს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.

გვანცა ღვედაშვილი
23.10.2017

 თვითმმართველი თემის, თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ერთადერთი პრეცედენტი კი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” პირველივე ტურში მარცხდებოდა, ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

ეკატერინე ბასილაია
23.10.2017

 51%-ით თბილისის მერი "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. თბილისის საკრებულოში კი მმართველმა პარტიამ 40 დეპუტატი გაიყვანა - 25 მაჟორიტარი და პარტიული სიიდან 15 დეპუტატი. ოპოზიციას 50-კაციან საკრებულოში ექნება მხოლოდ 10 მანდატი: "ნაციონალურ მოძრაობას" - 5, "ევროპულ საქართველოს" - 3 და "პატრიოტთა ალიანსს" - 2.

თიკო ოსმანოვა
23.10.2017

 მეორე ტური თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის გარდა კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება, სადაც მერის გამოვლენა პირველ ტურში ვერ მოხერხდა. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მეორე ტურით, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. სხვაგან ყველგან, ერთი გამონაკლისის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და უკვე გაიმარჯვა.

ეკატერინე ბასილაია
23.10.2017

 თბილისის მერობის არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, იქნებოდა თუ არა მეორე ტური და შეძლებდა თუ არა უპარტიო და უფულო კანდიდატი, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი გამხდარიყო. მეორე ტური არ შედგა, 51.13%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით და მმართველ პარტიასთან კონკურენციაში ყველა ოპოზიციური პარტია უკან ჩამოიტოვა.

გვანცა ღვედაშვილი
23.10.2017

 ქუთაისში ქალაქის მერის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თვითმმართველ ქალაქებს შორის ქუთაისი ერთადერთია, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი პირველსავე ტურში ვერ გადალახა. ჯერჯერობით უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში გასული "ნაციონალის" - გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად. პოლიტოლოგების შეფასებით კი, გაერთიანება საეჭვოა, რადგან, ჯერ ერთი, რომ ოპოზიციას ეს ისედაც უჭირს და, მით უმეტეს, "ნაცმოძრაობის" ღიად მხარდაჭერას ყველა პარტია ერიდება.

თიკო ოსმანოვა
23.10.2017

 "სამწუხაროდ, ეს პროცესი შეიძლება რევოლუციური კრიზისისკენ გადაიხაროს. როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გადადის ერთ ხელში და პოლიტიკურ პროცესებს პერსპექტივა უკვდება, როგორც კი გამოჩნდება რეალური ალტერნატივა, ის წალეკავს ყველას და ყველაფერს. ეს არ მოხდება ძალიან გვიან, როგორც ხელისუფლებას ჰგონია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
23.10.2017

 ამომრჩევლის იძულებით მიყვანა უბნებზე, მოსყიდვა, მათზე ინფორმაციის შეგროვება, საარჩევნო აგიტაცია - ის ბრალდებებია, რასაც "ქართულ ოცნებას" ოპონენტები უყენებენ. ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნებმა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების სრული კონტროლის ფონზე ჩაიარა და "ქართულმა ოცნებამ" ხმები დაშინებისა და მოსყიდვის გზით მოიპოვა.

ნინო ქეთელაური
23.10.2017

 კახა კალაძეს თბილისის მერობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რომ ეყარა კენჭი, იმაზე მეტ ხმებს მიიღებდა, ვიდრე მიიღო. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თიკო ოსმანოვა
22.10.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გულის შეტევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. 

ეკატერინე ბასილაია
21.10.2017

 მარნეული, ბოლო 2 წელია, არჩევნებისას ისევ ყველაზე მწვავე და სახიფათო ადგილად რჩება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" წევრები დაცხრილეს, მათ შორის 2 უმძიმეს მდგომარეობაშია, ერთ-ერთი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი. მომხდართზე ვერსია ორია - ბიზნესთან დაკავშირებული დაპირისპირება ან დაპირისპირება "ქართული ოცნების" შიგნით.

თიკო ოსმანოვა
21.10.2017

 არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მორიგი სამთავრობო ცვლილება განხორციელდეს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილება განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეეხება. მმართველ გუნდში ამაზე ღიად არავინ საუბრობს. მიაჩნიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×