თიკო ოსმანოვა
30.10.2017

 რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. აბაშიძე რუს კოლეგასთან, ტრადიციულად, ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.

ნინო ქეთელაური
30.10.2017

 "ყველა ცდილობს, რომ საკუთარი წარუმატებლობა და უსუსურობა სხვას გადააბრალოს. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ ვიღაცები ხელს უშლიან. "ნაციონალურ მოძრაობას" "ევროპული საქართველო" თუ მათი განაყოფი უშლის ხელს, "ლეიბორისტებს" - "პატრიოტთა ალიანსი", აი, ქუცნაშვილს კი სრული ბედნიერებისთვის მეჭიაური ებლანდება ფეხებში. ეს არის კრიზისის არა სიმპტომი, არამედ პირდაპირი გამოხატულება და ამ უბედურებაში ვცხოვრობთ უკვე დიდი ხანია", - ასე აფასებს არჩევნების შედეგებით გამოწვეულ დაპირისპირებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
30.10.2017

 არსებობს თუ არა სპორტსმენების სამედიცინო შემოწმების ვალდებულება და ვინ აგებს პასუხს მათ ჯანმრთელობაზე? - "მთელი კვირა" აღნიშნული თემით დაინტერესდა და როგორც გაირკვა, ამ მხრივ სახელმწიფო მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება ისეთი ტრაგედიით დასრულდეს, რაც ორიოდე კვირის წინ ქართულ ფეხბურთში მოხდა.

თიკო ოსმანოვა
28.10.2017

 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების დეტალები კვლავ გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი ერთ-ერთი პუნქტის ამოქმედება უკვე იწყება - უახლოეს პერიოდში ქართველი სამხედროები ფრანგულ რადიოლოკაციურ სისტემაზე და საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე სამუშაოდ გადამზადებას გაივლიან. რამდენიმე კვირაში კი საქართველოს ფრანგული სამხედრო ხომალდი ესტუმრება.

ეკატერინე ბასილაია
28.10.2017

 "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოსთვის დაწუნებული დეპუტატებისთვის სასათბურე პოსტების შეთავაზებაზე ფიქრობს და ექსდეპუტატების ნაწილი ამას ელოდება კიდეც. პარტიის მმართველობამ საკრებულოს ყოფილი დეპუტატების ნაწილს თანამდებობები უკვე შესთავაზა.

თიკო ოსმანოვა
28.10.2017

 პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, თიანეთის ანალოგიური მოვლენები, შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც განმეორდეს, რადგან თიანეთში შეიქმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია, დაუპირისპირდე მმართველ ძალას და მოიგო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს შემთხვევა ყველა არჩევნებზე ემახსოვრებათ.

ნინო ქეთელაური
28.10.2017

 ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ორგანიზაციის წევრებს, მათ შორის საქართველოს, 20 წინადადებას შესთავაზებს, რაც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
27.10.2017

 თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ინტრიგა რჩება მხოლოდ ოთხ ქალაქში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთში. ესენი ის რეგიონებია, რომლებიც "ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდეს, აქედან რომელიმეში საადავეების აღება ვერ შეძლოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესოდ ბორჯომი და ოზურგეთი განიხილება, სადაც კონკურენტებს, პრაქტიკულად, ერთნაირი შანსი აქვთ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების მიხედვით ასე ჩანს.

ეკატერინე ბასილაია
27.10.2017

 "სეპარატიზმის იდეა უკვე დამარცხდა, რაც ჩვენთვის კარგია... ევროპა კატალონიას არასდროს აღიარებს, კატალონიას კი რუსეთი არ ჰყავს, რომელიც შეინახავს" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

გვანცა ღვედაშვილი
27.10.2017

 კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. ამბობს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ყოფილ ოპონენტებთან, თუმცა ოპოზიციონერი კანდიდატები მერთან თანამშრომლობის საკითხს განსხვავებულად აღიქვამენ. ნაწილისთვის ეს პროცესი მისაღებია, ნაწილისთვის კი შემოთავაზება არადამაჯერებელი და ამავდროულად მიუღებელია.

ია აბულაშვილი
27.10.2017

 "კალაძემ პოლიტიკურად თავისი პოზიცია გაიმყარა, არჩევითი თანამდებობა დაიკავა, ვერავინ მოხსნის ვადის ამოწურვამდე. რაც შეეხება იმას, როგორი მერი იქნება, რა თქმა უნდა, ნარმანიასთან შედარებით ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
27.10.2017

 "ჩვენ რომ არ გვქონდეს დასაბუთებული ეჭვები და ეს უბნები რეალურად გაყალბებული არ იყოს, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მოიწვევდა ჟურნალისტებს, გახსნიდა ამ უბნებს და ყველას აჩვენებდა, როგორ სამართლიანად ჩატარდა არჩევნები და როგორ ტყუილად ხმაურობს ოპოზიცია," - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×