ნინო ქეთელაური
11.11.2017

 "ქართული ოცნების" შიდა პროცესები ძალიან დამამძიმებელი იქნება დედაქალაქის მერისთვის. ამიტომ უპრიანია, კალაძე განერიდოს პარტიის გენერალური მდივნის სავარძელს, თუ სურს, რომ არ იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
10.11.2017

 რამდენიმე დღეში თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგება, "ქართული ოცნების" ექსდეპუტატები კი მმართველი პარტიისგან ახალი პოსტების შეთავაზებას ჯერ კიდევ ელოდებიან. "ოცნების" ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება ექნება.

ეკატერინე ბასილაია
10.11.2017

 საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა - ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და ამას საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს.

მარი ჩიტაია
10.11.2017

 ახლად არჩეულ მერს თბილისის იერსახე აშკარად არ მოსწონს. შესაბამისად, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაციები დააანონსა, რაც, პირველ რიგში, შენობა-ნაგებობების გარეგნულ იერსახეს ეხება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დედაქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პროექტების პრეზენტაციისას კახი კალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი "თავკომბალას დაემსგავსა".

ნინო ქეთელაური
10.11.2017

 არჩევნების მეორე ტურამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" საკუთარი მხარდამჭერის დაშინებაში ადანაშაულებს.

ნინო ქეთელაური
10.11.2017

 "ქართული ოცენება" პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატურაზე იმუშავებს და ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ან გიორგი კვირიკაშვილი იქნება," - ამის შესახებ პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
09.11.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ისრაელში ე.წ. სამუშაო ვიზიტითაა ჩასული და ქალაქ სდეროთის მერთან ე.წ. ოფიციალური შეხვედრაც გამართა.

ნინო ქეთელაური
09.11.2017

 ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო და მას კენჭი პლენარულ სესიაზე ეყრება, რომელიც სტრასბურგში ნოემბერის ბოლოს გაიმართება.

ნინი საყვარელიძე
09.11.2017

 რაიონის ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის დასაქმება, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას მომავლი 4 წლის განმავლობაში ბორჯომში თვითმმართველობა აპირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით 10,3 მლნი ლარი უკვე გამოყო. როგორც მუნიცაპალიტეტში აცხადებენ, ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია.

თიკო ოსმანოვა
09.11.2017

 არჩევნები მშვიდად ჩაივლის და სადმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისი აზრით, 12 ნოემბერს ექვსივე ოლქში არჩევნებს მმართველი ძალის კანდიდატი მოიგებს.

ეკატერინე ბასილაია
08.11.2017

 მომავალ ოქტომბერს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს არა 5, არამედ 6 წლის ვადით და "ქართულ ოცნებაში" სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობა-განხილვა კულუარებში უკვე დაიწყეს კიდეც. "ოცნებაში" ყველა დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, თუმცა მანამდე გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის ერთგვარი შიდა კლანური შეჯიბრია იმაზე, ვინ შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას, რომ კანდიდატად მისი ფრთის წარმომადგენელი დაასახელოს.

გვანცა ღვედაშვილი
08.11.2017

 გოგა ონიანისთვის გამამტყუებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიზირებულს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და აღნიშნავენ, რომ სასამართლო "ივანიშვილის მონაა". აღნიშნულის გამო ენმ-ის წევრები არც საკრებულოს ბოლო სხდომას დასწრებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×