გვანცა ღვედაშვილი
08.11.2017

 "როცა ქათმის მოპარვაზე 25 წელი აქვთ მისჯილი და არყის თავსახურის მოპარვისთვის არასრულწლოვანს შვიდწელიწად-ნახევარი ახეხინებენ ციხეში და ამ ფონზე, ონიანს 4 წელიწადს აძლევ, ნორმალურია ეს ქვეყანა?!" - კოთხულობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

თიკო ოსმანოვა
07.11.2017

 "აი, ეს არის ტრაგედია - სისტემური დანაშაულის თავი და თავი აქტიურ პოლიტიკაში და ხელისუფლებაშია ისევ დარჩენილი და ჩვენ მეისრეების პროცესს ვუყურებთ და თან მათი დანაშაულის ანატომიას ვუცქერთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
07.11.2017

 ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებამ "ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნიკა მელია თვლის, რომ ონიანი “ევროპული საქართველოს” წევრი რომ ყოფილიყო, მას არ დააპატიმრებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და “ბრიყვულ ბრალდებას” უწოდებს ოთარ კახიძე.

თიკო ოსმანოვა
07.11.2017

 "ვფიქრობ, მერაბიშვილს მისცა სააკაშვილმა გარკვეული გარანტია და ის ვერ იქნა გამოყენებული ისევე, როგორც ახალაიასთან მიმართებით. გარდა ამისა, საკმაოდ მიეცა დავიწყებას როგორც მერაბიშვილი, ისე ახალაია. ამიტომ მგონია, რომ მისთვის უფრო მისაღები იქნება "ევროპული საქართველო". მაგრამ, რამდენად წაადგება მისი ყოფნა ამ პარტიას მომავალში, ეს ცალკე თემაა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თიკო ოსმანოვა
06.11.2017

 მომავალ შაბათს საქართველოს 6 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხელახალი არჩევნები ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება და არ არის გამორიცხული, რომელიმე რეგიონში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს.

ეკატერინე ბასილაია
06.11.2017

 ჯავახეთის სოფელ კუმურდოში საეკლესიო თემაზე, შესაძლოა, ახალი სკანდალი და დაპირისპირება მზადდებოდეს. ჯავახეთში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილებას არ მალავს და აპროტესტებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია სომხეთს არ აქვს და მოითხოვენ, ტაძრის კუთვნილებაზე ხელახალი შესწავლა დაიწყოს. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია გამოცხადდეს და ამით "საქართველოს ეკლესიის აგრესიული ამბიციების შეკავება მოხდეს".

ნინო ქეთელაური
06.11.2017

 "უფრო მეტი შანსია, რომ მერაბიშვილის ფიგურა "ნაციონალურ მოძრაობაში" ვიხილოთ, რადგან "ევროპული საქართველო" მაინც ცდილობს დისტანცირებას იმ დანაშაულებისგან, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ იმ ადამიანის გაწევრიანება "ევროპულ საქართველოში", რომელიც ამ დანაშაულების სიმბოლოდაა ქცეული, წესით, თვითონ პარტიამ არ უნდა მოინდომოს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

გვანცა ღვედაშვილი
06.11.2017

 "ქართული ოცნების" მარნეულის საკრებულოს წევრის ჯეიხუნ ჩოიდაროვის თქმით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე მასზე განხორიცელებული თავდასხმა პოლიტიკური მოტივს უკავშირდება და არა პირად ანგარიშსწორებას. როგორც მაჟორიტარი აცხადებს, მას ეჭი ერთ კონკრეტულ პირზე აქვს, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებთან უკვე აღნიშნა.

თიკო ოსმანოვა
06.11.2017

 "იმისათვის, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციები, უნდა მოხდეს ივანიშვილის დელიგიტიმაცია და იზოლაცია. შემდეგ აქციებიც იქნება, საკნებიც იქნება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ვიყავით 2008 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, თბილისის მერობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა კახა კუკავამ.

ეკატერინე ბასილაია
04.11.2017

 სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოს სპეცსამსახურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში და, უფრო მეტიც, ტერორისტების შეგზავნაში სდებს ბრალს.

თიკო ოსმანოვა
04.11.2017

 რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2011 წლის ხელშეკრულება და მისი შესრულების დაწყება იქნება. ამ შეხვედრამდე ორიოდე კვირით ადრე კი რუსულმა მხარემ და სეპარატისტებმა უკვე დაიწყეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "საბაჟოების" გახსნა.

ნინო ქეთელაური
04.11.2017

 რუსი ჰაკერების დაჯგუფებამ, სახელწოდებით "ფანსი ბეარს", რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ამჯერად კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეთედ პრესი" ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი ჰაკერების სამიზნე იყვნენ პოლიტიკოსები, სამხედრო მაღალჩინოსნები და იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკები თუ ბიზნესმენები რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×